ეს ნიღაბი 12-15 დღის განმავლობაში ყოველდღიურად უნდა იკეთოთ და აუცილებლად მიიღებთ თქვენთვის სასურველ შედეგს.
1 ჩაის კოვზ სელის თესლს დაასხით 1/3 ჭიქა ადუღებული წყალი და რამდენიმე წუთის განმავლობაში კარგად შეანჯღრიეთ. შემდეგ მიღებული ნაყენი გააჩერეთ საღამომდე ოთახის ტემპერატურაზე.
საღამოს ნიღბის თხელი ფენა წაისვით გაწმენდილ სახესა და ყელზე. როცა მასა შეგაშრებათ, კიდევ ერთი თხელი ფენა წაისვით და ასე გაიმეორეთ 5-ჯერ.
პროცედურის დროს სახის კანი ისვენებს, კუნთები მოდუნებულია. ამ დროს თქვენთვისაც კარგი იქნება, დაისვენოთ. 15 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შეიზილეთ დამამშვიდებელი მკვებავი კრემი.