ბევრისთვის აფთიაქში შესვლა და რაღაცის შეძენა შერყეულ ჯანმრთელობასთან ასოცირდება, მაგრამ შეცდომაა იმაზე ფიქრი, რომ აფთიაქი – ეს ავადმყოფის სამოთხეა. სინამდვილეში, იქ ჯანმრთელი ადამიანისთვის ძალიან საჭირო და აუცილებელი პრეპარატების ყიდვაც არის შესაძლებელი.
აფთიაქის საშუალებები ჯანმრთელი ადამიანისთვის
1. თიხა
იმაზე საუკეთესო სახის ნიღბები, ვიდრე თიხის, არ არსებობს! აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა სახეობის თიხა, რომელიც ყველა ტიპის კანს უხდება და თითოეულს სხვადასხვა დატვირთვა აქვს: ატენიანებს, ასუფთავებს, აქვს ანტიასაკობრივი თვისებაც.
2. ეთერზეთები
არომათერაპია, ინჰალაცია, მასაჟი, კომპრესები – ზეთების გამოყენების სია კიდევ შეიძლება გავაგრძელოთ. ჩაინიშნეთ ან დაიმახსოვრეთ, რომ ყველა ეთერზეთს შორის ჩაის ხისა და ნუშის ზეთი საუკეთესოა.
3. რეგეცინი
გამონაყრის საწინააღმდეგო გელს მაკიაჟის ქვეშ წასასმელად იყენებენ.
4. კუპრის საპონი
ბუნებრივი ანტისეპტიკი, რომელიც აკნეს საწინააღმდეგოდ გამოიყენება. გარდა ამისა, ის შესანიშნავი ქერტლის საწინააღმდეგო საშუალებაა და ამასთან, ამაგრებს თმის ძირებს.
5. მუმიე
შეგიძლიათ ჩაუმატოთ შამპუნში, თუკი გცვივათ თმა. ასევე ეფექტურია კანზე ნახეთქების გასაქრობად.
6. ნიკოტინმჟავა
ის ამპულებში იყიდება და თმის ძირების გასამაგრებლად გამოიყენება. შეიზილეთ სითხე ძირებში და არ ჩამოიბანოთ.
7. ბირკის ზეთი
თმის კიდევ ერთი გადამრჩენელი! არაჩვეულებრივია, თუკი ამ ზეთს თმის ნიღბებში ჩაუმატებთ.
8. ბალახები
ყველასთვის ცნობილია, რომ მაღაზიაში ნამდვილ ჩაის ვერ შეიძენ. მაშინ რატომ არ ყიდულობ აფთიაქში ნამდვილ ბალახებს? მათგან ბევრად მეტი სარგებელია, ვიდრე ჩვეულებრივი, მაღაზიაში ნაყიდი ჩაისგან.
9. ემლა
გამაყუჩებელი კრემი, რომელსაც, მაგალითად, წარბის ამოქნის ან ეპილაციის წინ ისვამენ.
10. იაფფასიანი ცხვირის წვეთები ქსილომეტაზოლინით (გალაზოლინი, ქსილინი).
თუ ამ წვეთებს სახეზე ახალგაჩენილ მუწუკზე წაისვამთ, უცებ გაგიქრებათ.
11. სპირულინა
საოცარი საშუალება, რომლის 1 გრამი დაახლოებით 1 კგ ბოსტნეულს უდრის. არა მარტო ძლიერი პროფილაქტიკური საშუალებაა ბევრი დაავადების თავიდან ასაცილებლად, არამედ შესანიშნავი სანელებელია ნებისმიერი კერძისთვის.
12. პიპეტები და შპრიცები
სტანდარტული გამოყენების გარდა, პიპეტებისა და შპრიცების გამოყენება შესაძლებელია, მაგალითად, ზეთი წასასმელად თვალის ირგვლივ ან ფრჩხილებზე. ხოლო შპრიცით (ნემსის გარეშე) ძალიან მოსახერხებელია სხვადასხვა ეთერზეთის ერთმანეთში შერევა.
13. ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანები
მოსახერხებელია მათთვის, ვისთვისაც მოუხერხებელია ჭურჭლის რეცხვა ჩვეულებრივი რეზინის ხელთათმანებით.