3 ათას წელზე მეტია, რაც ამ საოცარი საშუალების შესახებ ადამიანმა ბევრი რამ იცის. მუმიე დღესაც ეფექტურად გამოიყენება უამრავი დაავადების სამკურნალოდ, რადგან ანტიბაქტერიულ, ანთების საწინააღმდეგო და სხვა სასარგებლო თვისებების მატარებელია.
გთავაზობთ ამ პრეპარატის კოსმეტიკური მიზნით გამოყენების რამდენიმე მეთოდს:
მუმიე კანზე ნახეთქებისთვის
იმის გამო, რომ მუმიეს ქსოვილის აღმდგენი თვისება აქვს, მას შეუძლია დაუბრუნოს კანს ძველი სიმკვრივე. ის უსაფრთხოა ორსულებისთვისაც და მეძუძური დედებისთვისაც. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ მუმიე კანზე ნახეთქების მოსაშორებლად ან მისი გაჩენის პროფილაქტიკისთვის.
როგორ მოვამზადოთ ნახეთქების საწინააღმდეგო საშუალება
აიღეთ ნებისმიერი საბავშვო კრემი. 4 გრ მუმიე გახსენით 1 სუფრის კოვზ წყალში. შეურიეთ მუმიე კრემს და ურიეთ
ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მოათავსეთ მიღებული მასა პატარა ჰერმეტულ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.
იმისათვის, რომ მიიღოთ შედეგი, კრემი მინიმუმ 4 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ. შეიზილეთ ის არა მხოლოდ პრობლემურ ადგილებზე, არამედ იმ ადგილებშიც, სადაც დიდი შანსია, რომ გაჩნდეს "სტრიები", მაგალითად, თეძოებზე, დუნდულებსა და მკერდზე. უკვე ერთ თვეში შესამჩნევ შედეგს მიიღებთ.
მუმიე თმისთვის
თუკი თმის ცვენას ვერაფრით იჩერებთ, სცადეთ მუმიე. ის არა მხოლოდ შეგიჩერებთ თმის ცვენას, არამედ გაამკვეთრებს თმის ფერს და აღადგენს თმის სტრუქტურას.
თმის საშუალება მუმიესგან
1. აიღეთ 10%-იანი მუმიეს ხსნარი და შესასხურებლიანი ჭურჭლის მეშვეობით გაინაწილეთ თმაზე. გაიჩერეთ 1 საათი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. მკურნალობის კურსი 4 კვირა გრძელდება.
2. აიღეთ ცოტაოდენი შამპუნი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და 2 გრ მუმიე. ყველაფერი ერთად კარგად შეურიეთ და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ 30 წუთი, შემდეგ დაიბანეთ თავი შამპუნით. თმის ცვენა შეჩერდება და ზრდა დაჩქარდება.
მუმიე სახისთვის
მუმიე სახის კანის მოსავლელი შესანიშნავი საშუალებაც გახლავთ, რადგან მასში შედის ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას და კანის მოდუნებას. მისი მეშვეობით შეძლებთ ეფექტურად გაიახალგაზრდავოთ კანი.
სახის მოსავლელი საშუალება
1. აიღეთ ერთი სუფრის კოვზი სახის კრემი და 14 გრ მუმიე. კარგად შეურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ ნიღაბი ძილის წინ 15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
2. ასევე, მუმიესგან შესაძლებელია დამამშვიდებელი ნიღბის გაკეთებაც. ამისათვის აიღეთ ერთი ჩაის კოვზი მუმიე, ორი სუფრის კოვზი მინდვრის გვირილა და 100 მლ წყალი. დაასხით გვირილას მდუღარე და 3 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გაწურეთ და შეურიეთ მუმიეს. უნდა მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის მასა. დაიდეთ ნიღაბი დღის ნებისმიერ დროს 15-20 წუთი. მოგიხსნით ყველანაირ ანთებას და დაღლილობას.