რჩევები

15 მარტივი ხრიკი წამწამების დასაგრძელებლად და გასახშირებლად

15 მარტივი ხრიკი წამწამების დასაგრძელებლად და გასახშირებლად
ხშირი, ლამაზად აპრეხილი, გრძელი წამწამები - სულ სხვა იერს სძენს ქალის გარეგნობას. ისწავლე, როგორ გქონდეს ასეთი წამწამები ხელოვნური დაგრძელების გარეშე.

1. დაივარცხნე წამწამები შხაპის მიღების შემდეგ

ტუშის ძველი, კარგად გარეცხილი ფუნჯით ან ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისით დაივარცხნე წამწამები შხაპის ყოველი მიღების შემდეგ.

2. წაისვი წამწამებზე თმის ბალზამი

ყველაფერი, რაც თმისთვის სასარგებლოა, სასარგებლოა წამწამებისთვისაც. დაბანის შემდეგ წაისვი თმის კონდიციონერი წამწამებზე, გაიჩერე ცოტა ხანს და ჩამოიბანე.

3. დაიბანე წამწამები სპეციალური შამპუნით

არა, წამწამებისთვის არ არსებობს ცალკე შამპუნი, მაგრამ ისინი ბევრად სწრაფად გაიზრდება სიგრძეში, თუკი
დაიბან ბავშვის შამპუნით, რომელსაც აქვს წარწერა "უცრემლოდ".
Flirt Eyes GIF - Flirt Eyes Yes - Discover & Share GIFs | Lashes, Eyelash  sets, Eyelashes

4. წაისვი წამწამებზე აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინის ზეთი შეიცავს რიცინოლის მჟავას, რომელიც თმის ფოლიკულში მოხვედრისას აძლიერებს სისხლის მიწოდებას და წამწამების სწრაფად ზრდას უწყობს ხელს. დაასველე ბამბის ტამპონი ზეთში და გაიკეთე თვალების მინი-კომპრესი. ან კარგად გასუფთავებული ძველი ტუშის ჯაგრისი დაასველე აბუსალათინის ზეთში და წაისვი წამწამებზე: ორივე მეთოდი ძალიან ეფექტურია.

5. რეგულარულად წაისვი წამწამების სპეციალური შრატი

ეს კოსმეტიკური საშუალება ბევრ პარფიუმერიის მაღაზიაში იყიდება და ნებისმიერი ბიუჯეტისთვის მისაღები ფასები აქვს. მაგრამ ყურადღება მიაქციე შემადგენლობას: ხარისხიანი და ეფექტური საშუალება უნდა შეიცავდეს ბისაბოლოლს, ჰიალურონის მჟავას ან პაპტიდებსა და ვიტამინებს.

6. მიიღე ბიოტინი

ან ვიტამინების კომპლექსი, რომელშიც B ჯგუფის ვიტამინები შედის. წამწამები გახშირდება და ცვენას შეწყვეტს, გაგიმკვრივდება ფრჩხილები, თმა გაჯანსაღდება, გაგიქრება გამონაყარი სახიდან და რაც მთავარია – გაგიუმჯობესდება განწყობა!

7. წამწამების მაშით ახვევის შემდეგ წაისვი ტუში

თუკი წამწამების სპეციალურ მაშას იყენებ, ყოველთვის აიპრიხე მისი მეშვეობით წამწამები ტუშის წასმამდე და არა შემდეგ: ასე ნაკლებად დააზიანებ წამწამებს.

8. გამოყენებამდე გააცხელე წამწამების ასაპრეხი მაშა

თუკი ჯერ არ შეგიძენია წამწამების სპეციალური უთო, გამოყენებამდე გაახურე მაშა ფენის მეშვეობით და ისე აიპრიხე წამწამები.

9. რაც შეიძლება იშვიათად გამოიყენე წამწამების მაშა

რაც უნდა ძალიან გინდოდეს, დაატყვევო ყველა აპრეხილი წამწამებით, აჯობებს, იშვიათად აიხვიო მაშით. იმისათვის, რომ ჯანმრთელი და გრძელი წამწამები გქონდეს, კვირაში მაქსიმუმ ერთხელ აიპრიხე მაშით.

10. აიხვიე წამწამები მაშით მხოლოდ ერთხელ

ნუ ეცდები, კიდევ და კიდევ აიპრიხო მაშით ურჩი წამწამები. მოძრაობა გააკეთე ერთხელ და შეჩერდი: მაშის ყოველი გამოყენება აცვენს წამწამებს.

11. შეარჩიე კარგი ხარისხის ტუში

ტუშის შეძენამდე დარწმუნდი, რომ მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცვილი და პანტენოლი. კიდევ უკეთესი იქნება, თუკი ტუშს ექნება წარწერა "დამატენიანებელი" ან "წამწამების მკვებავი".

12. გამოიყენე ბავშვის ტალკი

სანამ წამწამები სასურველ სიგრძემდე გაგეზრდება, მათ ვიზუალურად დასაგრძელებლად და გასახშირებლად ერთ პატარა ხრიკს მიმართე: წაისვი ტუშის პირველი ფენა, შემდეგ დაიპუდრე ბავშვის ტალკით წამწამები და კიდევ წაისვი ტუშის მეორე ფენა. შედეგით აღფრთოვანდები!

13. ჩამოიწმინდე ტუში სწორად

არასოდეს ჩამოიწმინდო ბამბის ტამპონით ტუში თვალის ერთი კუთხიდან მეორე კუთხის მიმართულებით. ჩამოიწმინდე ტუში თვალის მაკიაჟის მოსაცილებელ სითხეში დასველებული ბამბით მკაცრად წამწამების ზრდის მიმართულებით: ზემოდან ქვევით. მხოლოდ ასე!

14. ცვალე ტუში 3 თვეში ერთხელ

თუნდაც ჩამშრალი არ იყოს, რაღაც დროის მანძილზე ტუშში ბაქტერიები იბუდებს, თუ რა თქმა უნდა, მას სპეციალურ ვაკუუმურ კონტეინერში არ ინახავდი. ბაქტერიები თავად ტუშის შემადგენლობას ცვლის და მას წამწამებისთვის დამღუპველ ქიმიურ ჯოჯოხეთად აქცევს.

15. იძინე ზურგზე

ან გვერდზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მუცელზე. გარდა იმისა, რომ ასე წოლა ზოგადად საზიანოა ჯანმრთელობისთვის, წამწამებსაც ტანჯავ, შედეგად კი აცვენ, როცა ძილში ტრიალებ და ბორგავ.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
ლიზი
წამწამების ასაპრეხი გაფუჭებული იყო და შემთხვევით წამწამები მოვიჭერი და დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ
13:08 / 06-10-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინი
დაეს ყველაფერი ერთად?
17:57 / 04-12-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93