სახლი ჯუნგლებს რომ არ დაემსგავსოს, ყოველდღიურად ვალაგებთ, ვასუფთავებთ, ვრეცხავთ, მოგვყავს წესრიგში. ორგანიზმის წესრიგზე კი ნაკლებად ვფიქრობთ. არადა, ისიც საჭიროებს "დალაგებას", თანაც სასურველია, ხშირად.
ფაქტობრივად, ყოველ წუთას ფსიქოლოგიური შემოტევის მსხვერპლნი ვხდებით - ვსუნთქავთ დაბინძურებულ ჰაერს, ვსვამთ არცთუ ისე სუფთა წყალს ონკანიდან, მივირთმევთ ნიტრატებით გაჯერებულ ხილსა და ბოსტნეულს, ჰორმონების შემცველ ხორცს, ვეწევით და ა.შ.
მაგრამ საკვებისა და წყლის თითოეული მიღებული ყლუპი უკვალოდ არ ქრება. საზიანო ნივთიერებები ენდოქსინებს წარმოშობს და წამლავს ორგანიზმს. შედეგად ვიღებთ ნაადრევ დაბერებას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ფარული ანთებითი პროცესის წარმოშობას. გარდა ამისა - შაქრის დიაბეტს, სიმსუქნეს, ათეროსკლეროზს, ღვიძლის პრობლემებს, ნერვული სისტემის დაავადებებს, რომლებიც სიცოცხლეს გვიმწარებენ.
ასე რომ არ მოხდეს, ცხოვრების ჯანსაღ წესს უნდა მივყვეთ, ვიკვებოთ სწორად და შლაკებისგან რეგულარულად გავსუფთავდეთ. ეს დაგვეხმარება ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებაში, გახდომაში, დაგვიბრუნებს სახის კანის ჯანსაღ ფერს. მთავარია, სწორად მივყვეთ ამ საქმეს.
ყოველდღიური დეტოქსის ყველაზე იოლი და ეფექტური საშუალება გახლავთ ლიმონისწვნიანი თითო ჭიქა თბილი წყალი გაღვიძებისთანავე. იგი ეხმარება ნაღვლის ბუშტის გასუფთავებას ღამით დაგროვილი შესქელებული ნაღვლისგან, რომლისგანაც ჩნდება ქვიშა და შემდგომ კენჭები. ნაღველი ეხმარება საკვების ეფექტურად გადამუშავებას და ორგანიზმის მიერ სრულფასოვან შეწოვას.
უზმოზე წყლის დალევა ორგანიზმის გასაწმენდი ერთადერთი საშუალება არ არის. უნდა დავიცვათ ყოველდღიური დეტოქს-დიეტა:
ცხიმი ნაღვლის გამოყოფას ასტიმულირებს, ცილა - ღვიძლის მუშაობას, ბოსტნეული და ბურღულეული კუჭ-ნაწლავს ასუფთავებს ტოქსინებისა და ქოლესტერინისგან.
3-ჯერადი კვება აუცილებელია. კვების მიღების გამოტოვება იწვევს ნივთიერებათა ცვლის შენელებას, შედეგად კი, თავს ცუდად ვგრძნობთ.
ყავა დიდი დოზით რეკომენდებული არ არის, მაგრამ ერთი-ორი ჭიქა ნატურალური ყავა დღის პირველ ნახევარში ხასიათს გამოგიკეთებთ. ასევე, ყავა შაქრის დიაბეტისა და ალცჰაიმერის განვითარებას უშლის ხელს, ღვიძლის მუშაობას აუმჯობესებს და წმენდს ორგანიზმს.
გარდა სასარგებლო უჯრედისისა, მცენარეები ფიტოქიმიური ნივთიერებებით არის მდიდარი. ამ ნივთიერებებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და გამაახალგაზრდავებელი თვისებები გააჩნია. ამიტომაც ყოველდღიური რაციონი შემდეგ კერძებს უნდა შეიცავდეს:
სასურველია, ასეთი კვება სისტემატური გახდეს. და კიდევ, სასარგებლოა კვირაში ერთხელ განტვირთვის დღის მოწყობა, რაც საკვების გადამამუშავებელ ორგანოებსა და ღვიძლს დასვენების საშუალებას მისცემს.
ამისათვის საჭიროა დღის განმავლობაში სამჯერადი კვების ნაცვლად თითო ჭიქა სმუზის დალევა. რეცეპტი მარტივია: ჭიქა 1%-იან კეფირს დაამატეთ 1 ს.კ. კენკრა (ჟოლო, გაყინული ალუბალი), შემდეგ 2-5%-იანი ხაჭო, ბანანის მეოთხედი და 1 ჩ.კ. თაფლი. მიღებული მასა დააბლენდერეთ.
თუმცა, დეტოქს-დიეტა მხოლოდ სწორი კვება არ არის, ფიზიკური აქტივობაც საჭიროა:
ამის გარდა, დეტოქს-დიეტას შეიძლება დავუმატოთ: