შავი წერტილები ცხვირსა და სახეზე – სხვა არაფერია, თუ არა ცხიმით დახშული ფორები. შავი კი ისინი იმიტომ არის, რომ იქ გროვდება მტვერი, კოსმეტიკის ნარჩენები და ეპიდერმისის ნაწილაკები...
შავი წერტილები (კომედონები) სახეზე ნორმიდან რაიმე გადახვევად არ ითვლება და ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეიძლება რომ გაუჩნდეს. მაგრამ ყველაზე ხშირად ისინი იმ ადამიანებს უჩნდებათ, ვისაც კანის მომატებული ცხიმიანობა და გაფართოებული ფორები აქვს. და ყველაზე ხშირად კომედონები იქ ჩნდება, სადაც კანი ყველაზე მეტად ცხიმიანდება: ცხვირზე, შუბლსა და ნიკაპზე.
გთავაზობთ კიდევ ერთ უმტკივნეულო, მარტივ და ძალიან ეფექტურ მეთოდს, რომელიც შესანიშნავად წმენდს ფორებს ფერიმჭამელებისგან.
კბილის ჯაგრისი შავი წერტილების წინააღმდეგ
სანამ პროცედურას დაიწყებდეთ, გამოხარშეთ 5 წუთის განმავლობაში კბილის ჯაგრისი. შემდეგ ჯამზე ან ქვაბზე დაიორთქლეთ სახე. შეგიძლიათ გამოიყენოთ სამკურნალო ბალახების ნახარში. ეს არომათერაპია ზედმეტი არ იქნება კანისთვის.
ცოტაოდენი კბილის პასტა წაისვით პრობლემურ ადგილებზე, გაიჩერეთ დაახლოებით 5 წუთი, შემდეგ კი მსუბუქი წრიული მოძრაობებით დაიმასაჟეთ ჯაგრისით კანი.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ამ პროცედურისთვის ყველა კბილის პასტა არ გამოდგება. შეარჩიეთ ისეთი, რომელიც არ შეიცავს მსხვილ ნაწილაკებს, ასევე, დიდი რაოდენობით მენთოლს, რადგან ამ უკანასკნელმა შესაძლოა კანზე ალერგია გამოიწვიოს.
ჩამოიბანეთ პასტა თბილი წყლით, შეიმშრალეთ და გაიწმინდეთ ტონიკით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
შეგიძლიათ კბილის პასტა პერიოდულად ჩაანაცვლოთ ზეთოვანი მასაჟით. რამდენიმე წვეთ ლიმონის წვეთს შეურიეთ 1/2 ჩ/კ ჟოჟობას ზეთი. ჩააწეთ ამ ნარევში კბილის ჯაგრისი და დაიმასაჟეთ პრობლემური ადგილები.
იკეთეთ ეს პროცედურა რეგულარულად: კვირაში 1-2-ჯერ.
არ დაგავიწყდეთ, გამოყენების შემდეგ კარგად გარეცხოთ ჯაგრისი.