აი, 8 წერტილი სახეზე, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.
თავდაპირველად – ზოგადი ინფორმაცია
გამონაყარსა და ლაქებს სახეზე უამრავი მიზეზი აქვს, მაგრამ მთავარი მათში – არასწორი კვება, ფიზიკური აქტივობის დეფიციტი და ცუდი ემოციური განწყობაა.
ახლა კი მოდი, კონკრეტულად განვიხილოთ ეს წერტილები სახეზე.
ყბა და ნიკაპი
თუკი ყბის მიდამოებში გაქვთ კანზე პრობლემები, სავარაუდოდ, სწორედ ახლა ჰორმონალური ძვრების პერიოდი გაქვთ.
განსაკუთრებით, ეს ქალებს ეხებათ: ყოველთვიურ ჰორმონალურ ციკლს შეუძლია გამოიწვიოს გამონაყარი ნიკაპისა და ყბის მიდამოებში.
საბედნიეროდ, ეს გამონაყარი ისევე სწრაფად გაივლის, როგორც ჩნდება.
თმა და შუბლი
შუბლის არეში გამონაყარი თმის არასწორი მოვლის შედეგია.
შესაძლოა, თქვენ მიერ შერჩეული შამპუნი არ ესადაგება თქვენს კანის ტიპს ან ზედმეტად ხშირად იბანთ თავს.
უცნაურია, მაგრამ ამ პრობლემას ძალზე მოულოდნელი გადაწყვეტა აქვს: სცადეთ უფრო იშვიათად დაიბანოთ თავი.
ლოყები და ყურები
გამონაყარი და პიგმენტური ლაქები ლოყებსა და ყურების ირგვლივ ორი მიზეზით ჩნდება: ეს არის თქვენი ტელეფონი და ხელები.
თუკი ეს პრობლემა გაქვთ, სავარაუდოდ, ხშირად საუბრობთ ტელეფონით ან ხელებს ხშირად არ იბანთ, შემდეგ კი ამ ხელებით სახეს ეხებით.
თუკი იმდენად საქმიანი ხართ, რომ ვერ შეზღუდავთ ტელეფონზე საუბრის დროს, მაშინ სისტემატურად გაწმინდეთ ტელეფონი ანტიბაქტერიულ ხსნარში დასველებული ჩვრით.
ცხვირი და წარბებს შორის ადგილი
ამ ტერიტორიას "T" ზონა ჰქვია. როგორც წესი, აქ იშვიათად ჩნდება გამონაყარი. სამაგიეროდ, ხშირად ჩნდება ფერიმჭამელები.
ამის ძირითადი მიზეზი – ცხოვრების მჯდომარე წესია და ხშირი სტრესი. თუკი შეიცვლით სამსახურს ან მოძებნით სხვა მეთოდს, თავიდან აიცილოთ სტრესები, აუცილებლად შეამჩნევთ, რომ სახის ეს ადგილი ბევრად "სუფთა" გახდება.
ისე კი, გირჩევდით, სცადოთ მედიტაცია ან სვათ დამამშვიდებელი, ანტიოქსიდანტებით მდიდარი ჩაი. ეს შესანიშნავი მეთოდია დეპრესიასთან და სახის პრობლემებთან საბრძოლველად.
მკერდი, ზურგი და მხრები
თუკი გამონაყარი გაქვთ ზურგზე ან მკერდზე, სავარაუდოდ, თქვენ ზედმეტად ბევრს "მუშაობთ" ხელებით.
თუკი სპორტდარბაზს ხშირად არ სტუმრობთ, ესე იგი, დაკავებული ხართ ხელით საქმიანობით ან ზედმეტად დიდ დროს ატარებთ მზეზე. რა თქმა უნდა, აქ სუფთა ჰაერზე ყოფნის პრობლემა არ არის, არამედ სინთეტიკურ სამოსში, რომელიც ხელს უშლის კანის უჯრედებს ისუნთქონ და ეფექტურად გამოჰყონ სითხე.
გამოიყენეთ ბუნებრივი ქსოვილის სამოსი ან სპეციალური სპორტული ტანსაცმელი.
ტუჩების ირგვლივ
თუკი ტუჩების ირგვლივ ხშირად გაყრით, ყურადღება მიაქციეთ თქვენს რაციონს.
სავარაუდოდ, თქვენს საკვებში ბევრი მძიმე ცხიმი, შაქარი და ალკოჰოლია. სწორედ ეს გახლავთ ძირითადი მიზეზი სახის ამ ადგილას გამონაყრისა და პიგმენტური ლაქების.
შეამცირეთ ტკბილეულისა და ცხიმიანი საკვების მიღება!
საფეთქლებთან
თუკი საფეთქლების ირგვლივ გიჩნდებათ გამონაყარი, სავარაუდოდ, თქვენ გაუწყლოება გაქვთ.
იმის გამო, რომ ორგანიზმს არ ჰყოფნის წყალი, საოფლე ჯირკვლები ამ ადგილებში გადატვირთული რეჟიმით მუშაობს. შედეგად – იხშობა ფორები და ჩნდება ანთებითი პროცესი – გამონაყარი.
წარბების ირგვლივ
თუკი ხშირად ამჩნევთ გამონაყარს წარბების ირგვლივ, ესე იგი, უფრო ხშირად უნდა ამოიქნათ წარბი ან გამოიყენოთ ცვილი!
თუ თქვენთვის ეს პროცედურები მტკივნეულია, წინასწარ გაიკეთეთ ამ ადგილებში ცხელი კომპრესები. ბევრად გაგიმარტივდებათ პროცედურა.