ალბათ, ვერ წარმოგიდგენიათ, რომ მარილიანი წყლით მკურნალობა არის შესაძლებელი.
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ უზმოზე ზღვისმარილიან თბილ წყალს შეუძლია სხეულის თითოეული უჯრედის აღდგენა. წყალი - სიცოცხლის საწყისია, იგი აბსოლუტურად ბუნებრივია ორგანიზმისთვის.
ამ სტატიაში მოგითხრობთ ბუნებრივი სასმლის სასწაულმოქმედი თვისებების შესახებ. ძვლების გამაგრება, სისხლში შაქრის ნორმალიზება, ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება, იმუნიტეტის ამაღლება - სამკურნალო სითხის სარგებელის მხოლოდ მცირედი ნაწილია.
მარილიანი წყლით გაწმენდა
ცხელ წყალში გახსენით 1 ჩ.კ. მსხვილად დაფქული ზღვის საკვები მარილი. კარგად მოურიეთ. გაუსინჯეთ გემო. თუ მოგეჩვენებათ, რომ ძალზე კონცენტრირებულია, დაუმატეთ წყალი.
7 დღის განმავლობაში დალიეთ მარილიანი წყალი უზმოზე. 1-კვირიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ კვლავ გააგრძელოთ.
ყურადღება: მარილიანი წყალი დაუშვებელია მათთვის, ვისაც თირკმლის რაიმე პრობლემა აწუხებს!
მარილიანი წყლის სასარგებლო თვისებები
1. მარილიანი წყალი ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების საბადოა. ქიმიკოსებმა 80 ელემენტზე მეტი გამოჰყვეს. ნუ დაიწყებთ უმარილო დიეტას, თუ გსურთ, რომ ორგანიზმი ნორმალურად ფუნქციონირებდეს.
2. მარილი ნაწლავებისთვის ნატურალური ანტიბიოტიკის როლს ასრულებს. მარილიანი წყლის მიღება საკვების მონელების პროცესს აჩქარებს.
3. მარილიანი წყალი ოსტეოპოროზით დაავადების რისკს ამცირებს.
4. არეგულირებს სითხის შემცველობას ორგანიზმში.
5. ნერვული სისტემისთვის აუცილებელი მინერალების შემცველობის წყალობით, მარილიანი წყლის რეგულარული მიღება აწონასწორებს ემოციურ მდგომარეობას და ეხმარება უძილობის დროს.
6. გაიწოვს ლორწოს ფილტვებსა და ცხვირის ღრუში გაციებისა და გრიპის დროს.
7. აახალგაზრდავებს სახის კანს.