გთავაზობთ რამდენიმე პატარა ტრიუკს, რომელთა მეშვეობითაც გრძელი და სქელი წამწამების ქონის ოცნებას რეალობად აქცევთ.
გსურთ, ოდრი ჰეპბერნივით ლამაზი და მოცულობითი წამწამები გქონდეთ? წაისვით ტუშის ერთი ფენა, აცადეთ, სანამ კოსმეტიკა გაშრება. შემდეგ ცოტაოდენი პუდრი წაისვით: ამ ხრიკის წყალობით ტუში დიდხანს გაძლებს. ახლა უკვე შეგიძლიათ ტუშის მეორე ფენა წაისვათ.
კიდევ ერთი ეშმაკობა: პროფესიონალი ვიზაჟისტები ქვედა წამწამების მაკიაჟით იწყებენ, ამბობენ, ასე უფრო მოსახერხებელიაო. მაგრამ პატარა თვალების მფლობელი ქალბატონებისთვის არ არის რეკომენდებული ქვედა წამწამებზე ტუშის წასმა, ეს თვალს ვიზუალურად კიდევ უფრო დააპატარავებს.
ტუშმა წასმისას ხორკლები რომ არ გაიკეთოს, წინასწარ მოათავსეთ იგი თბილ წყალში.
ტუშის წასმის მიმართულებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო სწორად გადაანაწილებთ ტუშს წამწამებზე, მით უფრო გამოკვეთილი იქნება თვალები.
მიაქციეთ ყურადღება ტუშის ფუნჯს. ბოლო დროს ძალზე პოპულარულია რეზინის ფუნჯი: მისი მეშვეობით ტუშს თანაბრად წაისვამთ.
სპეციალური მაშის მეშვეობით წამწამებს ლამაზად აიპრიხავთ. სპეციალისტები გვირჩევენ: ჯერ ტუშის ერთი ფენა წაისვით, შემდეგ აიპრიხეთ მაშით და კვლავ წაისვით მეორე ფენა.
ისრები ვიზუალურად აგრძელებს წამწამებს და მზერას უფრო ქალურსა და სექსუალურს ხდის.
ტუში რომ არ გაგედღაბნოთ, იმოქმედეთ ფოტოზე მოცემული ინსტრუქციის მიხედვით.
ჩამშრალი ტუშისთვის გამოიყენეთ (ჩაამატეთ რამდენიმე წვეთი) მინელარული წყალი ან ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ხსნარი, რომელიც აფთიაქებში იყიდება.
ეფექტური ხერხი: თავდაპირველად დასაგრძელებელი, შემდეგ კი გასახშირებელი ტუში წაისვით.