ნიორი ყველასათვის ცნობილი პროდუქტია, რომელიც კერძებს განუმეორებელ არომატსა და გემოს აძლევს. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მისი შესაძლებლობები კულინარიით არ შემოიფარგლება. გთავაზობთ მაგალითებს, სადაც დარწმუნდებით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ნიორი ძალზე გამოსადეგარია.
1. სახის გაწმენდა
სახის ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებებისგან განსხვავებით, ნიორი განსაკუთრებულად სასარგებლო კომპონენტებისგან შედგება. მათ შორის არის ალიცინი, რომელსაც ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ვირუსების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. უბრალოდ, წაისვით სახეზე ნივრის თხელი ფენა, გაიჩერეთ 15 წუთით, შემდეგ დაიბანეთ სახე თბილი წყლით და დამატენიანებელი კრემი წაისვით.
2. სოკოს მკურნალობა
დაჭერით წვრილად ნიორი, ჩაყარეთ წყალში და ჩაალბეთ ფეხები. ეფექტს უმალვე იგრძნობთ.
3. კბილის ტკივილის გაყუჩება
მარილში ამოვლებული ნივრის კბილი დაღეჭეთ ფრთხილად იმ მხარით, სადაც კბილი გტკივათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კბილთან დაკავშირებული პრობლემა უნდა დააიგნოროთ, მაგრამ ეს მეთოდი ტკივილს დროებით გაგიყუჩებთ.
4. ყურის ინფექციების მკურნალობა
ნივრის ზეთი ნატურალური ანტიბიოტიკია. ჩაიწვეთეთ 2 წვეთი თბილი ზეთი და შვებას იგრძნობთ.
5. თოვლის გალღობა
სახლის წინ ბილიკის ყინულისგან გასაწმენდად გამოიყენეთ ნივრიანი მარილი. იგი არ ავნებს ფეხსაცმელს სხვა მარილებისგან განსხვავებით.
6. ხიჭვის ამოღება
ხიჭვიან თითზე დაიდეთ ნივრის ნაჭერი. ნიორი გაჭრილი უნდა იყოს, რათა წვენი გამოედინოს. დაიხვიეთ თითზე პლასტირი და გაიჩერეთ მთელი ღამით. ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით, ნიორი გაანადგურებს შესაძლო ინფექციას.
7. ბზარების შეწებება
ნიორს წებოს ბუნებრივი თვისებები გააჩნია, რომლის გამოყენება რემონტისა და მინის პატარა ბზარების შეწებების დროს შეიძლება. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიორი, დაწურეთ წვენი და წაუსვით ბზარებს.
8. აკნეს მოცილება
აკნესთან ბრძოლა ნივრის საშუალებით სხვადასხვა მეთოდით არის შესაძლებელი: დაიდეთ ნივრის ნაჭრები პრობლემურ ადგილებზე ან მოიხმარეთ ნიორი საკვებში.
9. სარეველა მცენარეების მოსპობა
გახსენით საპონი წყალში და დაამატეთ 2 კბილი ნიორი. ჩაასხით მასა პულველიზატორში და მოასხით მცენარეებს. მისი გამოყენება შეიძლება როგორც სახლის, ასევე აგარაკზე, ეზოს მცენარეებისთვის.
10. თევზის დაჭერა
გამოცდილი მეთევზეები ამტკიცებენ, რომ ნიორი თევზის მისაზიდი ბუნებრივი და ეფექტური საშუალებაა.
11. გაციების მკურნალობა
იმისათვის, რომ დავძლიოთ გაციება, უნდა მივიღოთ ნიორი ნებისმიერი სახით. ეს ყველაზე მარტივი და ეფექტური სადეზინფექციო საშუალებაა.