გამონაყარის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
•
- მაკიაჟის გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება კანის ტიპს;
- სახეზე ხელით ხშირი შეხება, როდესაც ხელიდან კანზე ბაქტერიები გადადის;
- სტრესი;
- გენეტიკა;
- მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა. დაიბანეთ ხშირად და გულმოდგინეთ!
- ცხიმიანი საკვები ხშირად მუწუკების გამომწვევი მიზეზი ხდება.
ასე გვგონია, თუკი მუწუკებისგან გავთავისუფლდებით, შვებას ვიგრძნობთ, მაგრამ ეპოპეა ამით არ დასრულებულა: შემდეგ უნდა გავუმკლავდეთ იარებსა და ლაქებს, რომლებიც შეხორცებული მუწუკების ადგილას წარმოიქმნა.
საბედნიეროდ, კანის გაუფერულება ან მუქი ლაქები არ გახლავთ იარები.
ეს თავისთავად გაივლის, მაგრამ პროცესი ხანგრძლივია: 3-დან 24 თვემდე. არსებობს საშუალებები, რომლებიც ამ პროცესს დააჩქარებს. გთავაზობთ სახლში დამზადებულ იაფ და ეფექტურ საშუალებებს:
შაქრის სკრაბი
3 ს.კ. შაქარი, 1 ს.კ. რძის ფხვნილი, 1 ს.კ. თაფლი მოურიეთ. წაისვით სახეზე და შეიზილეთ. დაიბანეთ სახე 15 წუთის შემდეგ.
კვერცხის ცილა
წაისვით იარებზე კვერცხის ცილა. 10-15 წუთში დაიბანეთ სახე ცივი წყლით. კვერცხის ცილა მდიდარია პროტეინებით, რომლებიც ხელს უწყობს კანის ახალი ფენის რეგენერაციას.
საკვები სოდა
სოდა ლაქების მოსაშორებელი ეფექტური საშუალება გახლავთ. 1 ს.კ. სოდა შეურიეთ რამდენიმე წვეთ წყალს და წაისვით ლაქებზე. დაიბანეთ სახე 5 წუთის შემდეგ ცივი წყლით.
პომიდორი
ტომატი მდიდარია ვიტამინ A-თი და ლიკოპენით, რომელიც კვებავს კანს. ვიტამინ А-ს გააჩნია შემხორცებელი თვისება და ხელს უწყობს კანის ახალი ფენების ზრდას. დაიდეთ კანზე პომიდვრის ნაჭრები 20 წუთით, შემდეგ დაიბანეთ ცივი წყლით.
კანის გათეთრება ლიმონის წვენით
ლიმონის მჟავა, რომელსაც ლიმონი შეიცავს, მოქმედებს, როგორც მათეთრებელი საშუალება საშინელი შავი იარების წინააღმდეგ. მოიცილეთ სახიდან კოსმეტიკა და ცხიმი, შემდეგ კი ბამბის მეშვეობით წაისვით კანზე ლიმონის წვენი. გაიჩერეთ 10 წუთით, შემდეგ დაიბანეთ. გაიმეორეთ პროცედურა დღეში რამდენჯერმე.
ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი შესანიშნავი საშუალებაა შავი ლაქების წინააღმდეგ. საჭიროა მხოლოდ შეიზილოთ ზეთი პრობლემურ ადგილებზე. დაიბანეთ სახე 5 წუთის შემდეგ.
იმ შემთხვევაში, როდესაც კანი ვერ ეგუება ქიმიურ ნივთიერებებს, ნატურალური საშუალებები იდეალური გადაწყვეტილებაა ლაქებისა და იარების სამკურნალოდ.