ლამაზი წარბი მოვლილი ქალის სავიზიტო ბარათია. მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებთ მათი იდეალურ მდგომარეობის შენარჩუნებას. ამის მიზეზი, შესაძლოა, უხარისხო კოსმეტიკა ან ჯანმრთელობის პრობლემები იყოს.
თმის ფოლიკულების რეგენერაციის პროცესისთვის, საკმარისია, მარტივი ხერხის გამოყენება. დღეს შემოგთავაზებთ მოვლილი წარბის საიდუმლო რეცეპტს.
როგორ მოვუაროთ წარბებს
ინგრედიენტები
• ზეითუნის ზეთი
• ლიმონის ნაჭერი
მომზადების წესი:
მოათავსეთ ლიმონის ნაჭერი თასში, სადაც მცირე რაოდენობით ზეითუნის ზეთია ჩასხმული.
დააყენეთ 5 დღით.
5 დღის შემდეგ, ყოველ საღამოს წაისვით ლიმონის ნაჭერი წარბებზე. უმჯობესია, მთელი ღამით დაიტოვოთ ეს საშუალება, დილით კი ჩამოიბანეთ. პროცედურის კურსი - რამდენიმე კვირაა. შესამჩნევ შედეგს კი უკვე 7 დღის მერე მიიღებთ.