კარმენ დელ'ორეფაისი – იტალიურ-უნგრული წარმოშობის უნიკალური სუპერმოდელი 1931 წელს, ამერიკაში დაიბადა. 13 წლის ასაკში იგი სამოდელო სააგენტოს სკაუტებმა აღმოაჩინეს, რის მერეც საგამომცემლო სახლ Conde Nast-თან გააფორმა ექსკლუზიური კონტრაქტი. 1947 წლის ოქტომბერში კარმენი Vogue-ის გარეკანზე აღმოჩნდა.
კარმენ დელ"ორეფაისი გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც ყველაზე ხანგრძლივი მოდელის კარიერის მქონე ქალი.
გამოსცა წიგნი "იყო ლამაზი: საიდუმლოებანი, რომლებიც ვისწავლე 40-წლიანი სამოდელო კარიერის განმავლობაში", გახლავთ ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტის დოქტორი.
დღემდე მოთხოვნადი რომ დარჩეს, კარმენს სილამაზის თავისი საიდუმლოებები აქვს, რომლებზეც დღეს ჩვენს სტატიაში მოგითხრობთ.
პლასტიკური ქირურგია
18 წლის ასაკში კარმენმა ცხვირი გაიტეხა და რინოპლასტიკის გაკეთება მოუწია - ასე დაიწყო მისი ხანგრძლივი მეგობრობა პლასტიკურ ქირურგიასთან.
"თუ სახლში ჭერი თავზე გენგრევათ, არ შეაკეთებთ?" - განაცხადა ერთხელ მოდელმა, როდესაც პლასტიკურ ოპერაციებზე უამრავი კითხვა დაუსვეს. ასევე, კარმენი აღიარებს, რომ რეგულარულად იკეთებს სილამაზის სხვადასხვა ინიექციას.
ვარჯიში
ახალგაზრდობაში კარმენი ბალეტით იყო დაკავებული, რაც საშუალებას აძლევდა, მუდამ ფორმაში ყოფილიყო. თუმცა, ის დღემდე რეგულარულად ვარჯიშობს. "ფიზიკური ვარჯიშისადმი სიყვარული წლების განმავლობაში გამომუშავდება, ამიტომ, ეცადეთ, მიიღოთ სპორტისგან სიამოვნება, ეს ამად ნამდვილად ღირს", - გვირჩევს მოდელი.
კვება
ყავის ნაცვლად დელ'ორეფაისი დილით ლიმონიან წყალს სვამს და ატარებს ერთ საინტერესო რიტუალს: "ყოველ დილით უცნობ ქალს ვესალმები სარკეში. პირველ რიგში, უნდა დაუმეგობრდეთ ამ ადამიანს. უნდა ვივარჯიშო სისხლის ცირკულაციის დასარეგულირებლად. ბევრი ძილი და სწორი კვება - სილამაზის საწინდარია. მაგრამ რითაც მე ვიკვებები, შესაძლოა, სხვებისთვის არ იყოს რეკომენდებული. ნუ გაიმეორებთ სხვის საქციელს: არის უამრავი კარგი რჩევა, მაგრამ უნდა გაერკვიოთ, რომელი მოგიხდებათ თქვენ. ჩვენ ყველანი საკუთარი თავის პროდიუსერები, ჩვენი ცხოვრების რეჟისორები, მწერლები და კოსტიუმერები ვართ ..."
კანის მოვლა
უამრავი წლის განმავლობაში, მოდელი იყენებს კრემს Bag Balm Ointment, რომელიც თავდაპირველად ძროხებისთვის ცურის დასამუშავებლად გამოუშვეს. ამ საშუალებას არც თუ ისე სასიამოვნო სურნელი აქვს, მაგრამ შესანიშნავად ატენიანებს კანს და შეხორცების თვისებები გააჩნია.
მთავარი რჩევა კარმენისგან - ერიდეთ მზეს და აუცილებლად გამოიყენეთ კრემი SPF ეფექტით. ეს უბრალო სიტყვები არ არის, 37 წლის ასაკში მას პიგმენტები გაუჩნდა, რომლების სამკურნალოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა.