ის, რაც ახალგაზრდობაში გიხდებოდათ, ასაკში - თქვენს წინააღმდეგ მოქმედებს.
1. თქვენი ერთგულება ბრენდის მიმართ
თუ თქვენ მთელი ცხოვრების მანძილზე კონკრეტული ბრენდის, კონკრეტული ტონალობის მაკიაჟს ყიდულობდით, 50 წლის შემდეგ, იმავე ფერებმა შეიძლება თქვენს ასაკს გაუსვას ხაზი. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების. ახლა არსებობს პროდუქცია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებითაა დამზადებული.
2. იყენებთ მშრალ ღაწვის ჩრდილს ”რუმიანას”
ასაკში შესული ქალის კანი გამომშრალია და ნებისმიერი მშრალი კოსმეტიკა მხოლოდ ხაზს გაუსვამს ამას და ”შპაკლის” ასოციაციას შექმნის. გამოიყენეთ მსუბუქი გამჭვირვალე ჩრდილები თხევად ან კრემის საფუძველზე.
3. პუდრი
კიდევ ერთი შეცდომა, რომელიც დაგაბერებთ. პუდრი მხოლოდ T ზონაზე უნდა წაისვათ, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ ცხვირის და შუბლის არეში. ნუ დაიფარავთ მთელ სახეს და ნუ შეეხებით ღაწვებს და ლოყებს.
4. ნეიტრალური ფერები
ბევრი ქალი ირჩევს ნეიტრალური ფერის პომადას და ღაწვის ჩრდილებს. შედეგად სახეს ავადმყოფური იერი ეძლევა. გამოიყენეთ ოდნავ მკვეთრი, ან მბზინავი ეფექტის მქონე კოსმეტიკა.