ნიღაბი, რომელსაც დღეს ჩვენს სტატიაში შემოგთავაზებთ, კანის თითოეულ უჯრედს კვებავს. მისი დახმარებით დამჭკნარი კანიც კი აღიდგენს ელასტიურობას, პატარა ნაოჭები გაქრება და ღრმა ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი გახდება.
ჟელატინის ნიღაბი კანქვეშა ღრმა ფენებს კოლაგენით მოამარაგებს, რის წყალობითაც ეპიდერმისის ზედაპირი გასწორდება.
ჟელატინის ნიღაბი
ინგრედიენტები
- 1 ს.კ. ჯელატინი
- 5 ს.კ. რძე
- 10 წვეთი А ვიტამინი
- 10 წვეთი Е ვიტამინი
- 1 კვერცხის გული
- 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
გამოყენების წესი:
- ოდნავ შეათბეთ რძე, დაამატეთ ჯელატინი, მოურიეთ და დატოვეთ 30 წუთით.
- დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები.
- შეათბეთ მიღებული მასა წყლის აბაზანის ორთქლზე.
- წაისვით ნიღაბი სახის სუფთა კანზე და გაიჩერეთ 30 წუთით. შემდეგ დაიბანეთ გრილი წყლით.
- შედეგი შესამჩნევი რომ გახდეს, ჩაიტარეთ 10 პროცედურა, ყოველ მეორე დღეს: კანი გაახალგაზრდავდება, გახდება ნაზი და გლუვი.