სადაა ჩემი წელი, რატომ ვერ ვეტევი შარშან ნაყიდ შარვალში?
რეალურად შეაფასეთ საკუთარი თავი. ნუ დაიმშვიდებთ თავს, რომ ძვალმსხვილი ხართ. მსუქანი იმიტომ ხართ, რომ ბევრს ჭამთ, ნაკლებს მოძრაობთ, რის გამოც იზრდება მუცელი. თუმცა მუცლის გაზრდას კიდევ აქვს მიზეზები...
გაზიანი სასმელები და ტკბილი ჩაი
საუკეთესო საშუალებაა მუცლის ნახშირწყლებით ამოსავსებად. 200 მლ ტკბილი ჩაი და 300 მლ გაზიანი სასმელი, შაქრის 30-35 კალორიას შეიცავს. ცოტაა? მაგრამ დაფიქრდით, მხოლოდ ერთ ჭიქა ჩაის ან გაზიან სასმელს ხომ არ სვამთ დღეში?!. მაგრამ მთავარი საშიშროება თავად სასმლისგან მოდის. ტკბილი სასმელი მადას აორმაგებს. გამოსავალი არსებობს. სადილობისას არ დალიოთ გაზიანი სასმელი და საკვებს არ მიაყოლოთ ტკბილი ჩაი.
დიდი თეფში
როცა ხელში დიდი თეფში გიჭირავთ, ნებისმიერი პორცია მცირე გეჩვენებათ. პატარა თეფშზე კი მცირე ულუფაც დიდ ზომად გამოიყურება. ამიტომ ისადილეთ პატარა თეფშზებზე.
ჭამა გვიან ღამით
საქმე იმაში კი არ არის, რომ გვიან ჭამთ და სავსე მუცლით იძინებთ. საქმე იმაშია, რომ ადრე საუზმობთ. თუ ვახშამსა (ნებისმიერ დროს) და საუზმეს შორის 12 საათია გასული - არ გასუქდებით.
ჭამთ დამშვიდების მიზნით
გავრცელებული მიზეზია, თუმცა ჭამით პრობლემებს ვერ მოაგვარებთ. მცირე შვებას იგრძნობთ, რადგან ტვინიდან სისხლი კუჭში გადაინაცვლებს. იმავე შედეგს მიაღწევთ, თუ სიმაღლეზე აირბენთ ან 14 სართულს ახვალთ ფეხით. თქვენი ორგანიზმი ჭკვიანურადაა მოწყობილი, ფიზიკური აქტივობის შემდეგ მოწყენილი აზრები მეორეხარისხოვანი ხდება.
ჭამთ ვითომ სასარგებლო პროდუქტებს
თუ ჭამთ "დიეტურ პროდუქტს", "უცხიმოს" ჭამთ გაცილებით მეტს, ვიდრე შეჭამდით ცხიმიანსა და შაქრიანს. შედეგად, სუქდებით. ამიტომ წესად აქციეთ, უმჯობესია, ტორტის მცირე ნაჭერი მიირთვათ, ვიდრე ერთი კილო დიეტური კრეკერი.