შემოდგომაზე, როცა თბილ შარფში ჩახვევა გვსურს, თმას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ. ეს ვარცხნილობა იდეალურად ეხამება შარფს და მოდურადაც გამოიყურება იმ შემთხვევაშიც, თუ კაპიუშონიანი ქურთუკი გაცვიათ.
ვარცხნილობა "ორმაგი ნასკვი"
თმისგან გაიკეთეთ ორი კუდი - ერთი ზევით, მეორე 5 სმ-ით დაბლა. როცა რეზინს მეორედ შემოიტრიალებთ თმაზე, ორივე კუდზე, ბოლომდე არ შეიკრათ, ყულფი გააკეთეთ. ქაოტურად გაშალეთ ყულფი და თმა სარჭით დაიმაგრეთ. თუ სახეზე თმა ჩამოშლილი გაქვთ, მსუბუქად დაიხვიეთ ან ყურების უკან გადაიწიეთ.
უფრო დაწვრილებით ვარცხნილობის გაკეთების ინსტრუქცია იხილეთ ვიდეოში.