მაგნეზია, ცნობილი როგორც ინგლისური მარილი, მწარე ან ეფსომური მარილი - ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი სუფრის მარილისგან. ეს გახლავთ მინერალური ნარევი - მაგნიუმის სულფატი.
ინგლისური მარილი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ასევე, შეუცვლელი ნატურალური საშუალებაა სახლის საქმიანობაში.
მაშ ასე, გთავაზობთ ინგლისური მარილის გამოყენების წესებს:
1. თავის დასაბანად. თუ ძალიან ცხიმიანი თმა გაქვთ, დაამატეთ შამპუნში ცოტაოდენი მაგნეზია ცხიმიანობის მოსაცილებლად.
2. ფეხის სკრაბი. ზამთარში ფეხისგულები და თითები შრება და სკდება. მკვდარი კანის მოსაცილებლად, შეურიეთ 250 გრ მაგნეზია ზეითუნის საპონსა და ეთერზეთებს. დაიმუშავეთ მიღებული მასით ფეხები კვირაში 1-2-ჯერ.
3. თმის გასასწორებლად და მოცულობისთვის. თანაბარი პროპორციებით შეურიეთ კონდიციონერი და მაგნეზია. გააცხელეთ მიღებული მასა. შემდეგ შეიზილეთ თმაში, გაიჩერეთ 20 წუთით და დაიბანეთ.
4. სახის კანის დასატენიანებლად. შეურიეთ მაგნეზია თხევად საპონს ან სახის საცხს. ნაზად შეიზილეთ კანზე და დაიბანეთ.
5. დამსკდარი ტუჩებისთვის. დაამატეთ ცოტაოდენი მაგნეზია ვაზელინს და შეიზილეთ ტუჩებზე მკვდარი კანის მოსაცილებლად.
6. თავის ტკივილის დროს. მოამზადეთ აბაზანა ზღვის მარილით. მარილის აბაზანა მოგიხსნით დაძაბულობას კუნთებში და მოგიხსნით ტკივილს.
7. შეკრულობის დროს. დაამატეთ 1 ჩ.კ. მარილი 1 ჭიქა წყალში და დალიეთ.
8. ნაბახუსევზე. გახსენით მაგნეზია წყალში და დალიეთ. ეს დაგეხმარებათ ორგანიზმის შლაკებისგან გაწმენდაში.
9. ჩალურჯებების მოსაცილებლად. შეურიეთ 2 ს.კ. მაგნეზია და მცირეოდენი წყალი და დაიდეთ ჩალურჯებებზე.
10. მშვიდი ძილისთვის. მიიღეთ ძილის წინ მარილის აბაზანა სხეულის მოსადუნებლად.