არსებობს საჯდომის 5 განსხვავებული ფორმა - თითოეულს საცვლების თავისი სტილი შეესაბამება.
მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგად იცნობთ თქვენი სხეულის აგებულებას, არსებობს საშუალება, უკეთ გაიცნოთ იგი. პლასტიკურ ქირურგს, მეთიუ შულმანს ქალის 50 000-ზე მეტი უკანალი აქვს ნანახი, აქედან 2000 საკუთარი ხელით გამოასწორა.
ექიმი შულმანი ამბობს, რომ საჯდომის ფორმა დამოკიდებულია მენჯის ძვლების წყობასა და ცხიმოვანი ქსოვილების რაოდენობაზე.
და როგორც მკერდისთვის უნდა შეარჩიოთ შესაფერისი ბიუსტჰალტერი, სწორედ ისევე უნდა შეირჩეს საცვალი საჯდომისთვის.
ქალის საცვლების მოდელები - შერჩევის წესი
1. კვადრატული ფორმა
კვადრატული ფორმის საჯდომს მოუხდება: შორტები, ”ბოქსიორები”, ბიკინი და სტრინგი. ერიდეთ თავისუფალ მოდელებს, პანტალონებს და მაღალწელიან საცვლებს.
2. V-ფორმა
V-ფორმის უკანალს მოუხდება ”ბოქსიორები", მოტმასნილი პანტალონები, ჰიფსტერები და ფართო ბიკინი. ერიდეთ ღია დუნდულებს, ჩამოწელილი რომ არ გამოჩნდეს.
3. А-ფორმა
А-ფორმის უკანალს მოუხდება ღრმა ჭრილი, ტანგა, ბიკინი, ელასტიკური ქსოვილის შორტები და უნაკერო საცვლები. ერიდეთ ნაკერებიან საცვლებს, დისკომფორტის ასარიდებლად.
4. მრგვალი ფორმა
მრგვალ ფორმას მოუხდება ტანგა, სტრინგი, შორტები, საცვლები, რომლებიც უკანალს კარგად ფარავს. თამამად შეარჩიეთ ერთი ზომით დიდი საცვლები.
5. გადაბრუნებული გულის ფორმა
მოგიხდებათ: დაბალწელიანი შორტები და ბიკინი, რომლებიც უკანალის 2/3-ს ფარავს.