მოგითხრობთ ერთ საშუალებაზე, რომელიც შექებას ნამდვილად იმსახურებს. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური საცხი, რომელიც უამრავი პრობლემისგან გიხსნით. ნატურალური ინგრედიენტები, ანტისეპტიკური ეფექტი, შემადგენლობა ეფუძნება აიურვედულ ბალახებს.
საცხი "ბორო პლუსი"
უნივერსალური - სწორედ მასზეა ნათქვამი! ამ განსაკუთრებული საცხის მოქმედების სფერო ნამდვილად შთამბეჭდავია.
როგორ გამოვიყენოთ "ბორო პლუსი"
კანის სიმშრალისა და აქერცვლის წინააღმდეგ
მშრალი კანის უკეთესი მოვლის საშუალება არ არსებობს! კანი შესანიშნავად ებრძვის აქერცვლას, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში. მისი გამოყენება შესაძლებელია შემახორცებელი საშუალების სახით სხვადასხვა კოსმეტიკური პროცედურის შემდეგ.
ხელების დაცვა
კვებავს ხელის კანს, არბილებს ნუნებს.
პრობლემური კანის მკურნალობა, აკნე და გამონაყარი
საცხი საკმაოდ ცხიმიანია, მაგრამ ეს ნუ შეგაშინებთ. ღამით ძილის წინ წაისვით თხლად. კურკუმა, კალგანი, ალოე - ყველა ეს ინგრედიენტი დაგეხმარებათ კანის ნებისმიერი დეფექტის მოცილებაში.
დამსკდარი ტუჩების შეხორცება, ჰერპესის მკურნალობა
საცხი დაგეხმარებათ დამსკდარი ტუჩების სწრაფად შეხორცებაში. იგი ეფექტურია ჰერპესის სამკურნალოდაც.
დამწვრობისას
დამწვრობისას, უბრალოდ, შეუცვლელია! ეხმარება არამხოლოდ სწრაფ რეგენირებაში, არამედ ხსნის მტკივნეულ შეგრძნებასაც.
გაღიზიანება ან ალერგია გაპარსვის შემდეგ
არავითარი სიწითლე და გამონაყარი! ერთ ღამეში იოლად მოგაცილებთ ამ უსიამოვნებებს.
დახეთქილი ქუსლები
ქუსლები დარბილდება, თუ ყოველ საღამოს წაისვამთ "ბორო პლუსს". გარდა ამისა, საცხს სოკოს საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია.
უამრავ ადამიანს აინტერესებს, რა განსხვავებაა მწვანე და იასამნისფერ "ბორო პლუსს" შორის. შემადგენლობით ორივე ერთნაირია, მხოლოდ სუნითა და სისქით განსხვავდება. იასამნისფერი უფრო სქელი და ცხიმიანია, შესანიშნავია ზამთრის პერიოდისთვის. მწვანე - კონსისტენციით უფრო მსუბუქია, ამიტომ უკეთესია პრობლემური კანის სამკურნალოდ.