სელის ზეთი - სამკურნალო პროდუქტია, მას მედიცინაში, კულინარიაში, ასევე, კოსმეტოლოგიაში იყენებენ. ეს საშუალება ფართოდ გამოიყენება სახის კანისა და თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
სელის ზეთი შეიცავს სასარგებლო ვიტამინებს, როგორებიცაა F, A და Е. ეს ვიტამინები ინტენსიურად კვებავს და ატენიანებს კანს, ასევე, იცავს ნაადრევი დაბერებისგან.
დღეს ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ უნიკალური ლიფტინგ-ნიღბის რეცეპტს, რომელიც სელის თესლისგან მზადდება. ეს კოსმეტიკური საშუალება ხელს უწყობს სახის ოვალის კორექციასა და პატარა ნაოჭების გასწორებას.
სელის ზეთი კანისთვის
ინგრედიენტები
• 1 ჩ.კ. სელის თესლი
• 60 მლ წყალი
მომზადების წესი
ჩაყარეთ სელის თესლი მინის ჭიქაში, დაასხით წყალი, რამდენიმე წუთის განმავლობაში შეანჯღრიეთ ნარევი.
დააფარეთ ნარევს ქაღალდის ხელსახოცი და დააყენეთ 2-3 საათით.
თესლი ამ ხნის განმავლობაში სასარგებლო ლორწოს გამოჰყოფს. დაწურეთ იგი და წაისვით ეს ნივთიერება ბამბის ტამპონით სუფთა სახეზე ან ყელზე.
წაისვით არანაკლებ 5 ფენისა, თითო ფენას აცადეთ გაშრობა.
ყველა ფენის წასმის შემდეგ დახუჭული თვალებით წამოწექით 15-20 წუთით. შემდეგ დაიბანეთ სახე გვირილის თბილი ნაყენით და წაისვით მკვებავი საცხი. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღე. კურსი - მინიმუმ 15 ნიღაბი.