იდეალური საჩუქარი ქალისთვის: სილამაზე შეიძლება იყოს მუდმივი
იდეალური საჩუქარი ქალისთვის: სილამაზე შეიძლება იყოს მუდმივი
მე ქალი ვარ!
ეს კი იმას ნიშნავს, რომ დილით ყველაზე ადრე ვდგები, რომ საუზმე გავამზადო, შვილები სკოლაში გავისტუმრო, ქმარი - სამსახურში, მერე მაქსიმალურად სწრაფად მოვემზადო და სამსახურში გავიქცე. არადა, დილის ძილს არაფერი მირჩევნია...
ზამთარში, თბილი ლოგინიდან გამოძრომაზე მეტად რაც მეჯავრება, სახეზე ცივი ტონალურის წასმაა. ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ვიღაცამ ჩრდილოეთ პოლუსზე გადამსვა. ასევე, სასტიკად მძულს ნაჩქარევად გაკეთებული მაკიაჟის მთელი დღის მანძილზე კონტროლი. წარამარა სარკეში რომ უნდა ჩაიხედო, პომადა ხომ არ წაგეშალა, ან თვალის ფანქარი ხომ არ გაგეთხაპნა. ტუში ხომ არ
ჩამოგივიდა და ა.შ... ასეთი ყოველდღიური დაძაბულობისგან ძალიან ვიღლები. რამდენჯერ მინატრია, კაცად დავბადებულიყავი... ხომ მომეხსნებოდა მილიონი პრობლემა?!..

ისე, მამაკაცებს რომ ჰკითხო, „ქალური ბედნიერება“ რა არისო, გეტყვიან, რომ ეს არის მდგომარეობა, როდესაც ქალს გვერდით ჰყავს მოსიყვარულე ქმარი და შვილები. მათი აზრით, ეს მოცემულობა სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ქალმა თავი ბედნიერად იგრძნოს. ნურას უკაცრავად... რა თქმა უნდა, ქმარ-შვილი კარგია, მაგრამ ბედნიერებისთვის ქალს კიდევ ბევრი რამ სჭირდება...

მაგალითად, ბედნიერების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი - სილამაზეა! - დიახაც, ყველა ქალის ოცნებაა, მუდამ ლამაზად გამოიყურებოდეს. იქნება ეს დილა, შუადღე, საღამო თუ ღამე. იმიტომ, რომ ყოველმა ქალმა შესანიშნავად იცის, რომ თუ უნდა, წარმატებული იყოს, აუცილებლად უნდა იზრუნოს საკუთარ გარეგნობაზე.
ამიტომაც გახდა ასეთი პოპულარული პერმანენტული მაკიაჟი, რომელიც საშუალებას გაძლევს, შეისწორო და გაილამაზო თვალების, წარბისა და ტუჩის ფორმა. სამწუხაროდ, პომადის ხშირი გამოყენება ტუჩებს აუფერულებს. როგორც ჩანს, ჩემმა ქმარმაც შეამჩნია, რომ ჩემმა ტუჩებმა და ღიმილმა მონა-ლიზას იდუმალება დაკარგა და ამ ფაქტმა ისიც შეაფიქრიანა. თანაც, ბოლო პერიოდში, რამდენჯერმე დამინახა, როცა პერმანენტულ მაკიაჟს „ვგუგლავდი“ კომპიუტერში და საახალწლოდ წარმოუდგენელი საჩუქარი გამიკეთა...
მიხვდით, ალბათ... ქმარმა მაჩუქა ის, რაც ყველა ქალის ოცნებაა - ხანგრძლივი მაკიაჟი! ანუ ტატუაჟის პროცედურა დამიფინანსა.

ახლა ისე გამოვიყურები, თითქოს პირადი ვიზაჟისტი მყავს, რომლის მომსახურებით ყოველდღიურად ვსარგებლობ. მინდა გითხრათ, სერიოზული პრობლემა მომეხსნა. თან, ნერვებიც დამიწყნარდა და უფრო თავდაჯერებულიც გავხდი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუ ტატუაჟის გაკეთებას გადაწყვეტთ, სპეციალისტის სწორად შერჩევაა, რადგან პერმანენტული მაკიაჟი ძალიან დელიკატური სამუშაოა. ყველაზე რთული - მისი სწორად შეყვანის ტექნიკაა. ხაზები იდეალური უნდა იყოს და ზუსტად იქნას გათვლილი პიგმენტის შეყვანის სიღრმე. უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჰიგიენა და სტერილიზაციის პირობები. სწორედ ამიტომ, ის აუცილებლად კვალიფიციურმა და გამოცდილმა სპეციალისტმა უნდა გააკეთოს. მე ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი გარეგნობა ნამდვილ პროფესიონალს მივანდე. ირინა სააკაშვილი პროფესიით ექიმია და პერმანენტული მაკიაჟის ასოციაციის წარმომადგენელია საქართველოში.

პროცედურამ ისე ჩაიარა, ვერაფერი ვიგრძენი. ჩემმა ტუჩებმა ლამაზი ფორმა მიიღო და მოცულობაც მოემატა. გამოიკვეთა წარბის და თვალის ფორმები.

რაც ყველაზე მთავარია, პერმანენტულ მაკიაჟს ვერ გაარჩევთ ბუნებრიობისგან...

ახლა, 2-3 წელი დასვენებული და რაც მთავარია - ლამაზი ვიქნები, დღის ნებისმიერ მონაკვეთში...

კომენტარები (1)
ნინო
სულ მაინტერესებდა ამაზე ინფორმაცია. მადლობა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რატომ ეზრდება ზოგიერთ ქალს მკერდზე თმა და რა მოვუხერხოთ ამ პრობლემას?
12:25 / 17-11-2017
იშვიათი მოვლენა არაა. მისი მიზეზი ჰორმონალური დარღვევაა.
წარბების მოვლის 5 ოქროს წესი
11:00 / 15-11-2017
როგორ უნდა მიიღოთ წარბის იდეალური ფორმა.
7 გავრცელებული შეცდომა, რომელიც თვალის ირგვლივ ნაოჭებს აჩენს
15:28 / 13-11-2017
თვალის ირგვლივ კანი ყველაზე თხელი და ნაზია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
ამ ნიღბის დამსახურებაა ის, რომ მე დღეს ტრანსპორტში ადგილს აღარავინ მითმობს და ეს ცხოვრების ხალისს მიბრუნებს!
10:54 / 09-11-2017
ბევრჯერ შევსწრებივარ, თუ როგორ აიძულებენ შუახნის გადაცილებულები ახალგაზრდებს ტრანსპორტში ადგილის დათმობას.
13 სასარგებლო და კრეატიული რჩევა კოსმეტიკის შესანახად
10:56 / 08-11-2017
ქალი მუდამ ცდილობს საკუთარი კოსმეტიკა მოწესრიგებული ჰქონდეს. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ რჩევები, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.
გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში მხოლოდ ერთხელ და თქვენი სახე 10 წლით ახალგაზრდა გახდება!
12:00 / 06-11-2017
სახის წარმოუდგენელი დაჭიმვა და გაახალგაზრდავება ბრინჯით – ეს მართლაც საოცარი მეთოდია. ბრინჯი შეიცავს ლანოლინის მჟავას და სკვალენს – უძლიერეს ანტიოქსიდანტს, რომელიც ასტიმულირებს კოლაგენის გამოყოფას.
იდეალური წითელი მაკიაჟი
14:11 / 02-11-2017
არსებობს ერთი დაუწერელი კანონი: თუ არ იცით, როგორ წაისვათ წითელი პომადა, უმჯობესია, საერთოდ არ წაისვათ ის!
კანზე ნახეთქების უოპერაციოდ მოცილების ერთადერთი მეთოდი!
15:05 / 01-11-2017
ნახეთქები კანზე (ე.წ. სტრიები) ბევრს უჩნდება მუცელზე, მკერდზე, თეძოებზე, დუნდულებსა და სხეულის სხვა ნაწილებზე კანის დაჭიმვის გამო. ხშირად "სტრიები" ქალის სხეულზე ჩნდება, მაგრამ მამაკაცებიც არ არიან დაცულნი მათგან. "სტრიების" წარმოქმნის მიზეზებია:
თვითნაკეთი სახის ასახევი ნიღაბი: "ძირს ფერიმჭამელები"
11:43 / 01-11-2017
ინგრედიენტები: ჟელატინი, რძე.მომზადების წესი: ერთი სუფრის კოვზი ჟელატინი + ერთი სუფრის კოვზი რძე.
როგორ უნდა დაიკლოთ ასაკი მაკიაჟის დახმარებით? 9 პრაქტიკული რჩევა
12:00 / 31-10-2017
მაკიაჟი საოცრებებს ახდენს - მას არა მხოლოდ ვიზუალის და სტილის შეცვლა შეუძლია, არამედ შესწევს ძალა, წლები მოგაკლოს და ბევრად ახალგაზრდა გამოგაჩინოს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30