იმისათვის, რომ ელეგანტურად გამოიყურებოდეთ, მხოლოდ თვალების მაკიაჟიც კმარა. ჰოლივუდის ვარსკვლავები მაგალითზე აგიხსნით, როგორი მაკიაჟი მოუხდება თქვენს თვალებს.
ნუშისებრი თვალები
როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ნუშისებრი თვალები გაქვთ? როცა თვალების შიდა გარეთა კუთხე ერთ ხაზზეა განლაგებული, თვალი კი მომრგვალებულია.
ასეთ თვალებს ფანქარი ცხვირიდან საფეთქლისკენ უნდა გაატაროთ, ხოლო ქვედა ქუთუთო თვალის ცენტრიდან თხელ ზოლად დაიწყოთ და საფეთქლისკენ გაამკვეთროთ.
ჩამოწეული ქუთუთო
ჩამოწეული ქუთუთოს გამო თვალი ვიწრო ჩანს. ფანქრით მას მოცულობა უნდა შევმატოთ.
ამისათვის შავი ფერის ფანქრით (ლაინერით) სქლად გაჰყევით თვალის ფორმას ზედა ქუთოთოზე და ოდნავ აპრიხეთ ბოლოში.
შორი-შორ ჩამჯდარი თვალები
იდეალურია, როცა წარმოსახვით თვალებს შორის კიდევ ერთი თვალი ეტევა, მაგრამ თუ ადგილი კიდევ რჩება, ე.ი. თვალები შორი შორსაა ჩამჯდარი.
ასეთ თვალებს ვიზუალურად უნდა შევუმციროთ დაშორება. ფანქრით თვალის მოხატვა დაიწყეთ ცხვირის მხრიდან გაჰყევით თვალის კუთხეს, მოამრგვალეთ და ქვედა ქუთუთოზე გუგის შუამდე წამოიყვანეთ.
დიდი თვალები
დიდი (მრგვალი) თვალები ლამაზია, მაგრამ ნუშისებურობა აკლია. ისინი უნდა გავაგრძელოთ. ამისათვის ფანქრით მოხატეთ ზედა ქუთუთო და ბოლოში აპრიხეთ.
წაგრძელებული თვალები
მათ სექსუალური ფორმის თვალებს ეძახიან. მისი მოხატვისას სიფრთხილე გმართებთ, რათა კიდევ უფრო არ დააწვრილოთ თვალი.
წამწამებთან ახლოს თეთრი ფანქარი წაისვით და მის ზემოთ - შავი. ცენტრიდან საფეთქლისკენ ფანქრის ხაზი ოდნავ გაასქელეთ.
ახლო-ახლო ჩამჯდარი თვალები
თუ ვიზუალურად თვალსა და თვალს შორის კიდევ ერთი თვალი ვერ ჩაეტევა, ე.ი. თვალები ახლო-ახლოა ჩამჯდარი. ჩვენი მიზანია, თვალი ვიზუალურად გახსნილი წარმოვაჩინოთ.
ამისათვის თვალის მოხატვა დაიწყეთ (ცხვირთან) ღია ფერის ფანრით, ჩრდილით. ცენტრიდან გაამუქეთ, ბოლოსკენ დაასქელეთ და ზევით აპრიხეთ.