ბრიტანელ ვიზაჟისტს, ლიზა ელდრიჯს Youtube-ის არხზე თითქმის მილიონამდე ხელმომწერი ჰყავს და ათობით ვარსკვლავი, მათ შორის, ქეით უინსლეტი, ქეით ბლანშეტი, ემა უოტსონი, კირა ნაითლი, დემი მური ანდობენ მას თავიანთ მაკიაჟს.
ლიზა თავის პროფესიონალურ უნარ-ჩვევებს სიამოვნებით უზიარებს ხალხს ვიდეოგაკვეთილების მეშვეობით.
ელდრიჯმა ისეთ წარმატებას მიაღწია, რომ მოდურმა სახლმა Chanel-მა შესთავაზა, თავიანთ საიტზე შეექმნა მაკიაჟის ვიდეოინსტრუქციები და მასტერკლასები.
გთავაზობთ ვიზაჟის გურუს 4 ბიუთი-იმიჯს, რომლებიც სპეციალურად Chanel-ისთვის შეიქმნა.
თვალის მაკიაჟი
ბუნებრივი მაკიაჟი
ყველაზე ღია ტონები წაისვით მთლიან ქუთუთოზე, ნაკეცი გამოჰყავით ატმისფრით. ზედა ქუთუთოს შიდა კუთხეზე მუქი-კრემისფერი ჩრდილის წასმის მერე სუფთა აპლიკატორით შექმენით ჩრდილების გადასვლის საზღვრები.
კლასიკური მაკიაჟი
კრემისფერი ჩრდილი აპლიკატორით წაისვით მთლიან მოძრავ ქუთუთოზე, კუთხე გამოჰყავით მუქი-ყავისფრით. ყველაზე ღია ფერი კი წარბის ქვეშ წაისვით და შეარბილეთ გადასვლები ფუნჯით.
გამოკვეთილი მაკიაჟი
მთლიან მოძრავ ქუთუთოზე წაისვით ატმისფერი ჩრდილები, კუთხე და ნაკეცი აღნიშნეთ კრემისფერით. მუქი ყავისფრით წამწამების ზრდის საზღვრიდან მაღლა აუყევით წარბამდე და გადასვლები შეარბილეთ ფუნჯით. ყველაზე ღია ფერი კი წარბის ქვეშ თვალის შიდა კუთხესთან წაისვით.
Smokey eyes
მაკიაჟი Smokey eyes მზერას ძალზე მიმზიდველს ხდის. საუკეთესოა სადღესასწაულო შემთხვევებისთვის.
იხილეთ მაკიაჟის დეტალური ვიდეოგაკვეთილი ლიზა ელდრიჯისგან.