იდეალურ სამყაროში ჩვენ ყველას გვაქვს თავისუფალი დრო, რომელსაც საკუთარ თავს ვუთმობთ.
რეალურ ცხოვრებაში კი ისიც მიღწევაა, მაკიაჟის მოცილება თუ მოვასწარით, სანამ ბალიშზე „დავეცემით“ სახით. მაშინ, როდესაც ჩვენ კარიერულ კიბეზე სულ ზევით და ზევით ავდივართ, კანის მოვლისთვის ნაკლები დრო გვრჩება. ამიტომ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც ძალიან გამოგადგებათ დროის უქონლობისას.
ფორების გაწმენდა
დილის ან საღამოს შხაპის მიღების პერიოდი თავისუფლად შეიძლება გამოიყენოთ ფორების გასაწმენდად. სანამ აბაზანაში შეხვალთ, გაიკეთეთ სქელი ნიღაბი. უმჯობესია, ორმაგი მოქმედების პროდუქტს თუ შეარჩევთ, მაგალითად, თიხის ნიღაბი დეკოლტესთვის შეთავსებული ჰიალურონის მჟავასთან.
დაიბანეთ თავი, გაიკეთეთ ეპილაცია, გაიხეხეთ ტანი ღრუბლით, ნიღაბი კი მას შემდეგ მოიცილეთ, როდესაც ყველა პროცედურას დაამთავრებთ.
წყლის მაღალი ტემპერატურა ფორებს ხსნის და ინგრედიენტები კანში უფრო ღრმად აღწევს. სინესტე კი არ მისცემს ნიღაბს საშუალებას, გამოაშროს სახის კანი.
პილინგი
კანის გაჯეტი პილინგისთვის შეუდარებელი საშუალებაა. ელექტროჯაგრისი ხარისხიანად ასუფთავებს კანს. აუცილებლად მოიცილეთ დღის მანძილზე დარჩენილი კოსმეტიკა და მტვერი პროცედურის დაწყებამდე. გაჯეტის რეგულარულად გამოყენებისას თქვენ აშაკარა ეფექტს მიიღებთ და დროსაც დაზოგავთ. ჯაგრისების უმრავლესობას დამონტაჟებული აქვს ტაიმერი, რომელიც მხოლოდ ორი წუთის განმავლობაში ასუფთავებს სახეს. გამოიყენეთ ის საღამოს. ამგვარად თავიდან აირიდებთ დილით ხანგრძლივ პროცედურებს.
დატენიანება
დატენიანება ყველაზე ადვილი და სწრაფი გზაა ჯანსაღი ფერის და რბილი კანის მისაღწევად. თუ გრძნობთ, რომ კანი გამომშრალი გაქვთ, უმჯობესია დამატენიანებელი საშუალებების დოზა გაზარდოთ. შესანიშნავი ვარიანტია - ჰიალურინის მჟავის ორი ტიპი (დაბალმოლეკულური და მაღალმოლეკულური), რომელიც იმუშავებს როგორც კანის ზედაპირზე, ასევე კანის სიღრმეში. გაგრძელება