ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, როგორ გალამაზდეთ 15 წუთში ჩვეულებრივი კოსმეტიკური პროდუქტების მეშვეობით: ტონალური კრემი, ლაინერი, ჩრდილები, ტუში, პომადა და პუდრი.
როგორ გავიკეთოთ ლამაზი მაკიაჟი
ყოველი მაკიაჟის საწინდარი - მომზადებული კანია. დაატენიანეთ კანი ნიღბით ან საცხით, სანამ საქმეს შეუდგებით.
წაისვით კონსილერი თვალების ქვეშ მუქი წრეების შესანიღბად.
შეუდექით თვალების მაკიაჟის გაკეთებას. მუდამ გამოჰყავით ზედა ქუთუთოს ნაკეცი ყავისფერი ჩრდილით, შემდეგ მოძრავ ქუთუთოზე წაისვით ოქროსფერი ჩრდილი.
დაიხატეთ აკურატული ისრები, წაისვით ტუში.
ზედა ყვრიმალებზე წაისვით ჰაილაითერი ან ბრჭყვიალა ჩრდილები.
წაისვით ტუჩებზე წითელი პომადა.
ესეც თქვენი ძალიან ქალური მაკიაჟი. სულაც არ არის რთული, არადა, ულამაზესია...