ფეხების კანის სიმშრალე - უსიამოვნო რამაა, განსაკუთრებით, თუ წვა და ქავილიც ახლავს. ამიტომაც ამ პრობლემის იგნორირება არ შეიძლება. გთავაზობთ მასთან გასამკლავებელ 8 მარტივ ხერხს.
1. ლიმონის წვენი
ლიმონის მჟავა აცილებს კანის მკვდარ უჯრედებს. დაისველეთ ფეხები ლიმონის წვენში 10 წუთით, შემდეგ მოუსვით პემზა.
2. ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი განთქმულია თავისი დამატენიანებელი თვისებებით. დაამატეთ ცოტაოდენი ლავანდის ან ლიმონის ეთერზეთი მაქსიმალური სამკურნალო ეფექტისთვის. შეურიეთ და წაისვით ფეხებზე.
3. ვაზელინი
მასაჟის მოძრაობებით წაისვით ვაზელინი ფეხისგულებზე ყველა მხრიდან, მათ შორის, ზემოდან და თითებშუა. უმჯობესია ძილის წინ. ჩაიცვით ბამბის წინდები. დილით დაიბანეთ.
4. შაქარი
ფეხის სკრაბი შინაურ პირობებში: შეურიეთ თანაბარი რაოდენობის ზეითუნის ზეთი და შაქარი. წაისვით სკრაბი ფეხებზე. 15 წუთში დაიბანეთ.
5. თაფლი
თაფლის ნატურალური ფერმენტები განკურნავს და შეინარჩუნებს ფეხების ტენიანობას. ჩაალბეთ ფეხები თაფლიან წყალში 10-15 წუთით, შემდეგ დაიბანეთ.
6. რძე
რძე A ვიტამინითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით არის მდიდარი. ასევე, იგი შეიცავს რძის მჟავას. ამ თვისებების წყალობით რძე აცილებს კანის მკვდარ უჯრედებს. მოამზადეთ აბაზანა ფეხებისთვის: 5-7 ჭიქა წყალს შეურიეთ 1 ჭიქა რძე.
7. ქუნჯუთის ზეთი
ეს ზეთი შეიცავს E ვიტამინსა და 3 სხვადასხვა მჟავას, ასევე, გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები. გააჩერეთ ფეხები თბილ წყალში 10 წუთით, შემდეგ წაისვით ქუნჯუთის ზეთი.
8. კურკუმა
ეს მეთოდი ფეხებს გაგიყვითლებთ, მაგრამ შედეგი დროებით გაყვითლებად ღირს. შეურიეთ 3 ს.კ. დაფქული კურკუმა და 2 წვეთი ქოქოსის ზეთი, წაისვით ფეხებზე, გაიჩერეთ 20-30 წუთით, შემდეგ დაიბანეთ ფეხები რბილი საპნით.