ალბათ, ბევრისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა სარკეში და ფოტოზე სულ სხვადასხვაგვარად ხედავთ საკუთარ თავს.
თითქოს ფოტოაპარატი თავის ფილტრს ამატებს. ან იქნებ სარკე აკეთებს ამას?
საინტერესოა, მაინც რომელი მათგანია ყველაზე ახლოს ჩვენს რეალურ გარეგნობასთან: ანარეკლი თუ ფოტო? და რატომ აღვიქვამთ საკუთარ თავს ფოტოზე და სარკეში სხვადასხვაგვარად.
ფსიქოლოგიური ასპექტი
ყველაზე ხშირად სარკეში ვიხედებით სახლში. სახლში თავს ყოველთვის მაქსიმალურად თავისუფლად და მოდუნებულად ვგრძნობთ, კადრში კი ვხვდებით, როგორც წესი, "სხვის ტერიტორიაზე", უფრო დაძაბული და მოუმზადებელი. ამიტომ ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ მაგალითად, წვეულებაზე წასვლის წინ სარკეში უფრო კარგად გამოვიყურებით, ღონისძიების დროს გადაღებულ ფოტოებზე კი ჩვენი თავი აღარ მოგვწონს.
რაკურსი
საქმე ის არის, რომ ჩვენი სახე სულაც არ არის სიმეტრიული. ზოგიერთებში ამგვარი სიმეტრია უფრო მეტად არის გამოკვეთილი, ზოგთან - უფრო ნაკლებად. ამის გამო წარმოიქმნება მთელი ეს გაუგებრობა. ყოველ დილით, სარკეში საკუთარ თავს ვუყურებთ ტრადიციული ადგილიდან, ტრადიციული კუთხიდან და შედეგად, ვეჩვევით საკუთარ გამოსახულებას ერთი რაკურსიდან. ფოტოზე კი არავინ გვაფრთხილებს, როდის და რომელი კუთხიდან გადაგვიღებს. თუ, რა თქმა უნდა, ისეთი ვარსკვლავი არ ხართ, როგორც მაგალითად, ოდრი ჰეპბერნი, რომელსაც მხოლოდ მისთვის ხელსაყრელი ერთი კუთხიდან იღებდნენ.
თეთრის ბალანსი
ნებისმიერ განათებას აქვს თავისი ტემპერატურა, მაგრამ როცა სარკეში ვიყურებით, ვერ ვიჭერთ ამ ტემპერატურულ თავისებურებებს, რადგან ჩვენი ტვინი, რომელიც ერთგვარი "სუპერკომპიუტერია", ყველა განსხვავებას ათანაბრებს და "აჩვენებს" სახის ფერს, რომელსაც შევეჩვიეთ. ფოტოზე კი ფიქსირდება ნამდვილი განათება - სინათლის ტემპერატურის განსხვავებების შერევით. ამიტომ ცხოვრებაში ჩვენს სახეზე ბევრმა ფერმა და ჩრდილმა შეიძლება ითამაშოს, მაგრამ სარკეში საკუთარ თავს ჩვეულებრივად მივიღებთ, ფოტომ კი შეიძლება აღგვაშფოთოს, რადგან მასში აისახება რეალური განათება. განაგრძეთ კითხვა