Plus Size – ტანსაცმლის ზომა 46–48-დან ზემოთ. ქალი Plus Size – მსხვილი ფორმების მქონეა.
მსხვილი ფორმების მქონე ქალების 5 ძირითადი შეცდომა:
1. იფიქრო, რომ მოდურ მაღაზიებში შეუძლებელია შენთვის შესაფერისი ტანსაცმლის პოვნა.
2. არ გიყვარდეს შენი სხეული და არ მიაქციო ყურადღება საკუთარ გარეგნობას.
3. არ კითხულობდე პრიალა ჟურნალებს იმიტომ, რომ ფიქრობდე, მოდა მხოლოდ გამხდარი გოგონებისთვის არსებობს.
4. დაივიწყო აქსესუარები, რომლებიც ნებისმიერი კომპლექციის ქალს დაამშვენებს.
5. იყიდო ტანსაცმელი მხოლოდ იმიტომ, რომ მაღაზიაში საჭირო ზომა ნახე.
რჩევა: ნუ ჩაიცვამთ უფორმო ტანსაცმელს. ის უფრო მსუქანს გამოგაჩენთ. შეიყვარეთ თქვენი ზომა. შოპინგი - პირველ რიგში, კარგი გასართობია. ნუ დაიზარებთ მაღაზიებში სიარულს. მოირგეთ სხვადასხვა სტილის სამოსი, რომ შეარჩიოთ თქვენთვის იდეალური.