თუ ტუში გამოგიშრათ, ან რუმიანა დაგემსხვრათ, მათ "სიცოცხლეს" ადვილად დაუბრუნებთ.
ტუში
ვიზაჟისტები გვირჩევენ ტუში 3-4 თვეში ერთხელ ვცვალოთ. მაგრამ თუ ტუში გაშრა, ჩაასხით მასში ცხელი წყალი, ცოტა ხანი გააჩერეთ და ფუნჯით კარგად მოურიეთ.
რუმიანა
თუ რუმიანა გაგიტყდათ, მოაგროვეთ ნაწილები, დაუმატეთ სპირტიანი ტონიკის რამდენიმე წვეთი და კოვზით ერთგვაროვან მასად აქციეთ. ახლა გადაიტანეთ კონტეინერში და ჩვეულებრივად გამოიყენეთ.
პომადა
ხშირად ტყდება კრემისმაგვარი პომადები და სამკურნალო პალზამები. შეათბეთ პომადა სანთებელას ცეცხლზე, დანით გაუსწორეთ გვერდები და მაცივარში შეინახეთ, სანამ არ გაიყინება.
ლაკი
ყოველი გამოყენების შემდეგ ქილას ყელი სპირტით დაუმუშავეთ, რათა გამხმარი კლაკი ფლაკონს ჰემეტულად დახურვის საშუალებას არ მისცემს და ლაკი გაშრება. მის გასათხელებლად ლაკის მოსაცილებელ სითხეს იყენებენ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ქილა ცოტა ხნით ცხელ წყალში ჩადოთ. ასე მისი ხარისხი აღარ გაფუჭდება.
<div style="padding: 0px; margin: 0px; font-family: bpg_mrgvlovani; color: #000000; font-size: 14px;">7 შეცდომა, რომელსაც ტონალური კრემის ყიდვისას ვუშვებთ</div>