საძულველი შავი წერტილები ყველას აქვს. ეს უბრალოდ ბიოლოგიაა: ფორებში ზედმეტი ცხიმი და კანის მკვდარი უჯრედები გროვდება. აქ მიზეზი არც ჭუჭყია და არც შინაგანი ორგანოების არასწორი მუშაობა.
ამიტომ ამაში სამარცხვინო არაფერია. უბრალოდ, საჭიროა, მოიმოქმედო რაიმე მათ მოსაცილებლად.
გთავაზობთ მარტივ ხერხს, რომლის მეშვეობითაც მარტივად გათავისუფლდებით ამ პრობლემისგან:
საჭირო მასალა:
• 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
• 1 ჩ.კ. სოდა
რა უნდა მოიმოქმედოთ:
შეურიეთ ინგრედიენტები ერთგვარი მასის მიღებამდე.
დაიბანეთ სახე ცხელი წყლით და კარგად შეიმშრალეთ, რათა ფორები გაიხსნას.
წაისვით ნარევი რბილი წრიული მოძრაობებით კოსმეტიკური ფუნჯის ან ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისის მეშვეობით.
დაიტოვეთ 15 წუთით.
შემდეგ დაიბანეთ სახე თბილი წყლით.
დაბოლოს, წაისვით დამატენიანებელი საცხი.
გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ და უკვე 1 თვეში მიიღებთ სასურველ შედეგს!
აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ შავი წერტილები გაცილებით იშვიათად გაჩნდება, რადგან ამ ხსნარს მძლავრი ანტიბაქტერიალური თვისებები გააჩნია.