ყველა ქალს სურს, მოვლილი და ლამაზი ფრჩხილები ჰქონდეს. სურვილის ასრულება შინაურული მეთოდით შეგიძლიათ.
ჟელატინი - ყველაზე ეფექტური საშუალებაა ფრჩხილების გასამაგრებლად. მის შემადგენლობაში შედის ცილა, რომელიც ასე აუცილებელია ფრჩხილებისთვის.
ჟელატანის ხსნარის მომზადება
დაგჭირდებათ:
1 სადილის კოვზი ჟელატინი
1 ჭიქა ადუღებული თბილი წყალი.
გამოყენება:
1. სუფთა თასში ჩაყარეთ ჟელატინი, დაასხით წყალი და კარგად გახსენით. თასი ცეცხლზე შემოდგით და მუდმივი მორევით ადუღებამდე მიიყვანეთ.
2. შეგრილებულ ჟელატინში ხელები ჩაყავით და 15-20 წუთი გააჩერეთ. უკეთესი შედეგის მისაღებად ფრხილები მუდმივად დაიმასაჟეთ.
3. თუ საგანგაშო მდგომარეობა გაქვთ, პროცედურა კვირაში 3-4-ჯერ ჩაიტარეთ, პროფილაქტიკისთვის - თვეში ერთხელ.
ასევე იხილეთ:
ქალის ასაკს ხელები გასცემს! გამაახალგაზრდავებელი ნიღბები გლუვი და ელასტიკური კანისთვის