ქოქოსის ზეთი კოსმეტოლოგიაში შეუცვლელი დამხმარეა. საქმე სასარგებლო ნივთიერებების მდიდარ კომპლექსშია, რომლისგანაც ნებისმიერი კანი აღფრთოვანებული დარჩება.
სახისთვის რეკომენდებულია რაფინირებული პროდუქტის გამოყენება. თუ არ იცით, როგორ გამოიყენოთ ქოქოსის კარაქი შინაურ პირობებში, გთავაზობთ რეცეპტს.
ქოქოსის კარაქი სახის კანისთვის
ინგრედიენტები
0,5 ჭიქა რაფინირებული ქოქოსის კარაქი
0,5 ჭიქა სოდა
მომზადება
გაადნეთ ქოქოსის კარაქი წყლის აბაზანაზე.
დაამატეთ სოდა და მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე. სანამ პროცედურას შეუდგებით, შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა ალერგია ქოქოსის კარაქზე. წაისვით ცოტაოდენი მასა მაჯაზე და დააკვირდით კანის რეაქციას.
მასაჟის მოძრაობებით წაისვით მასა სახეზე. შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.
გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 3-ჯერ და შენიშნავთ, როგორ ქრება შავი წერტილები და პატარა ნაოჭები და როგორ გაცოცხლდება კანი.
ქოქოსის კარაქი მშრალ კანს ატენიანებს, ცხიმიანს კი ცოტათი აშრობს და აცილებს არამიმზიდველ ბზინვარებას.