როგორ მოვამზადოთ კანი მზისა და ზღვისათვის
როგორ მოვამზადოთ კანი მზისა და ზღვისათვის
ზღვაზე დასასვენებლად წასვლის წინ კანის მომზადება მზის, ზღვის წყლისა და ქვიშისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. დასვენების დროს აქტიურად გამოიყენეთ დამატენიანებელი კოსმეტიკა, გაიწმინდეთ კანი რბილი გამწმენდი საშუალებებით. გაითვალისწინეთ, რომ ქიმიური პილინგი და რიგი სხვა კოსმეტიკური პროცედურები, რომელთა ჩატარების შემდეგ გარუჯვა რეკომენდებული არ არის, უმჯობესია გადადოთ ან გაიკეთოთ გამგზავრებამდე სამი კვირით ადრე.

ბევრ ქალბატონს უჩნდება შეკითხვა, რა საჭიროა სოლარიუმში მისვლა ზღვაზე გამგზავრებამდე, გარუჯვა ხომ იქაც შეუძლია? ზუსტად კარგი ნარუჯისათვის არის საჭირო სოლარიუმის რამდენიმე პროცედურა, რომელიც მოამზადებს თქვენს კანს ბუნებრივი რუჯისათვის. ამ გზით, თქვენი კანი მზად
იქნება მკვეთრი ულტრაიისფერი სხივებისთვის, არ დაიწვებით, ხოლო შედეგად ლამაზი და თანაბარი ნარუჯი გექნებათ.

ზღვაზე აუცილებლად დაგჭირდებათ მზის დამცავი ეფექტის კოსმეტიკა, თუმცა მათი პრაქტიკული გამოყენება გამგზავრებამდე აჯობებს, რადგან თუ ზღვაზე აღმოაჩენთ, რომ ესა თუ ის საშუალება ალერგიას იწვევს თქვენში, ამის გამო დისკომფორტი შეგექმნებათ. დამცავი კოსმეტიკის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მათ კოდირებას, გარდა SPF-ისა, რომელიც იცავს კანს მზის დამწვრობისგან.

სასურველია, დამცავი საშუალება შეიცავდეს PPD-კოდირებას, რადგან მხოლოდ ასეთი კოსმეტიკა იცავს კანს გამუქებისაგან, რამაც შეიძლება სამომავლოდ ონკოლოგიურ პრობლემებამდე მიგიყვანოთ.

არ დაგავიწყდეთ ეპილაცია! თუ თქვენ უპირატესობას ლაზერულ ან ელექტროეპილაციას ანიჭებთ, მაშინ ამ პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია გამგზავრებიდან 2-3 კვირით ადრე. ბიოეპილაციის და დეპილაციის გაკეთება ერთი კვირით ადრეც შეგიძლიათ, თუმცა აუცილებლად უნდა გამოიყენოთ გაღიზიანებული კანისთვის განკუთვნილი სპეციალური საშუალებები.

გაითვალისწინეთ რჩევები და ისიამოვნეთ დასვენებით!

თინათინ დარბაიძე

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რატომ ეზრდება ზოგიერთ ქალს მკერდზე თმა და რა მოვუხერხოთ ამ პრობლემას?
12:25 / 17-11-2017
იშვიათი მოვლენა არაა. მისი მიზეზი ჰორმონალური დარღვევაა.
წარბების მოვლის 5 ოქროს წესი
11:00 / 15-11-2017
როგორ უნდა მიიღოთ წარბის იდეალური ფორმა.
7 გავრცელებული შეცდომა, რომელიც თვალის ირგვლივ ნაოჭებს აჩენს
15:28 / 13-11-2017
თვალის ირგვლივ კანი ყველაზე თხელი და ნაზია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
ამ ნიღბის დამსახურებაა ის, რომ მე დღეს ტრანსპორტში ადგილს აღარავინ მითმობს და ეს ცხოვრების ხალისს მიბრუნებს!
10:54 / 09-11-2017
ბევრჯერ შევსწრებივარ, თუ როგორ აიძულებენ შუახნის გადაცილებულები ახალგაზრდებს ტრანსპორტში ადგილის დათმობას.
13 სასარგებლო და კრეატიული რჩევა კოსმეტიკის შესანახად
10:56 / 08-11-2017
ქალი მუდამ ცდილობს საკუთარი კოსმეტიკა მოწესრიგებული ჰქონდეს. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ რჩევები, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.
გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში მხოლოდ ერთხელ და თქვენი სახე 10 წლით ახალგაზრდა გახდება!
12:00 / 06-11-2017
სახის წარმოუდგენელი დაჭიმვა და გაახალგაზრდავება ბრინჯით – ეს მართლაც საოცარი მეთოდია. ბრინჯი შეიცავს ლანოლინის მჟავას და სკვალენს – უძლიერეს ანტიოქსიდანტს, რომელიც ასტიმულირებს კოლაგენის გამოყოფას.
იდეალური წითელი მაკიაჟი
14:11 / 02-11-2017
არსებობს ერთი დაუწერელი კანონი: თუ არ იცით, როგორ წაისვათ წითელი პომადა, უმჯობესია, საერთოდ არ წაისვათ ის!
კანზე ნახეთქების უოპერაციოდ მოცილების ერთადერთი მეთოდი!
15:05 / 01-11-2017
ნახეთქები კანზე (ე.წ. სტრიები) ბევრს უჩნდება მუცელზე, მკერდზე, თეძოებზე, დუნდულებსა და სხეულის სხვა ნაწილებზე კანის დაჭიმვის გამო. ხშირად "სტრიები" ქალის სხეულზე ჩნდება, მაგრამ მამაკაცებიც არ არიან დაცულნი მათგან. "სტრიების" წარმოქმნის მიზეზებია:
თვითნაკეთი სახის ასახევი ნიღაბი: "ძირს ფერიმჭამელები"
11:43 / 01-11-2017
ინგრედიენტები: ჟელატინი, რძე.მომზადების წესი: ერთი სუფრის კოვზი ჟელატინი + ერთი სუფრის კოვზი რძე.
როგორ უნდა დაიკლოთ ასაკი მაკიაჟის დახმარებით? 9 პრაქტიკული რჩევა
12:00 / 31-10-2017
მაკიაჟი საოცრებებს ახდენს - მას არა მხოლოდ ვიზუალის და სტილის შეცვლა შეუძლია, არამედ შესწევს ძალა, წლები მოგაკლოს და ბევრად ახალგაზრდა გამოგაჩინოს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30