რეგულარულ ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ჯანმრთელობის, ნერვული სისტემის განმტკიცებისთვის, ახალგაზრდობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, ყველამ კარგად იცის.
ვარჯიშის მოყვარულ ფიზიკურად აქტიურ პირებს ბევრ გამორჩეულ ნიშანთან ერთად კუნთოვანი სისტემა და კანიც უფრო ჯანსაღი აქვთ.
მოგეხსენებათ, სიბერის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიშანი მოხრილობა და კიდურების კანკალია. ამ სიმპტომებს, ჩვეულებრივ, სიბერის სარკოპენიას მიაწერენ, რომელიც კუნთოვანი მასის დაკარგვის შედეგად ყალიბდება ("სარკოს" ბერძნულად ხორცს ნიშნავს, "პენია" ნაკლებობას). გაგრძელება