ბევრი ჩვენგანი აკეთებს ამას. მაშინაც კი, თუ ეპილაციას იკეთებ, არის ხოლმე დღეები, როდესაც სიტუაციას მხოლოდ საპარსი გამოასწორებს.
სხვათა შორის, არსებობს რამდენიმე წესი, რომელიც პარსვის დროს აუცილებლად უნდა დაიცვათ.
როგორ გავიპარსოთ ფეხები სწორად?
ქალებისთვის სპეციალური საპარსი არსებობს: რბილი ზედაპირით, გელისებრი ბალიშით, გაყინვის ეფექტით და ასე შემდეგ, მაგრამ თუ პროცედურის ყველა ეტაპს არ იცავ, შეიძლება კანი გაგიწითლდეს, გაგეჭრას და თმაც წესიერად ვერ მოიცილო. მოდი, შევამოწმოთ, აკეთებ თუ არა ყველაფერს სწორად ფეხების პარსვის დროს?
1. გაიპარსე დილით
დილაობით კანი უფრო ელასტიკურია. ამიტომ ტრავმის შანსი ბევრად ნაკლებია, ვიდრე საღამოს.
2. დაირბილე კანი
მანამდე, სანამ საპარსს დაიდებ კანზე, ჯერ თბილი წყლით კარგად დაირბილე ფეხები. ეს დაარბილებს თმასაც და კანსაც.
3. გამოიყენე სკრაბი
დარბილებულ კანზე სკრაბი გამოიყენე, რაც დაგეხმარება გაუხეშებული კანის უჯრედების მოცილებაში და ჩაბრუნებული თმების პრობლემასაც მოაგვარებს. თმა უფრო დარბილდება და პარსვის პროცედურაც გაცილებით ადვილი იქნება.
4. გამოიყენე პარსვისთვის განკუთვნილი გელი
ბევრი გოგონა პარსვის დროს ტანის დასაბან საშუალებას, საპონს ან შამპუნს იყენებს. ეს კი ძალიან დიდი შეცდომაა. მხოლოდ სპეციალური გელი უზრუნველყოფს თმის ეფექტურად მოცილებას და კანის დაცვას.
გაგრძელება