ალოეს კოქტეილი სასარგებლოა მათთვის, ვისაც ენერგია, ვიტამინები აკლია, ორგანიზმი დასუსტებული აქვს და გახდომაც სურს.
ჯანმრთელობის სასმელი
1. ჩაი ალოეთი
ალოე ვერა არის ანთებსაწინააღმდეგო, ვირუსებთან მებრძოლი, ანტიბაქტერიული საშუალება. დაუმატეთ მისი წვენი ბალახების ჩაიში. 200 მლ ჩაიში დაუმატეთ 1 ჩ.კ ალოეს წვენი. იგი გაგიძლიერებთ იმუნიტეტს და დაგიჩქარებთ მეტაბოლიზმს.
2. მატონიზირებელი წყალი
ტონუსში მოსაყვანი კოქტეილი: ერთმანეთში შეურიეთ 1 ს.კ ლიმონის წვენი, 1 ს.კ ალოეს წვენი, 1 ჭიქა ადუღებული ცხელი წყალი, ნარევი შეათბეთ, რომ ყველა ინგრედიენტი გაიხსნას ერთმანეთში. გააციეთ და დაუმატეთ 1 ს/კ თაფლი. დალიეთ უზმოზე, საუზმობამდე 30 წუთით ადრე.
3. გასახდომი კოქტეილი
1 ჭიქა წყალი, 1/2 კიტრი, ანანასის 1 ნაჭერი და 1 ს.კ. ალოეს წვენი. ყველაფერი დააბლენდერეთ და დალიეთ ჭამის შემდეგ.
4. გამწმენდი სმუზი
1 მწვანე ვაშლი, 1 კიტრი, 1 მსხალი, 1/2 ალოეს ფოთოლი, მწიკვი კურკუმა. ყველაფერი დააბლენდერეთ. კოქტელს ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები და წიდები.
5. იმუნიტეტის გასაძლიერებელი
2 ჭიქა უკურკო ყურძენი, 3 კივი, 1 ფორთოხალი, 5 სალათის ფურცელი, 1 ალოეს ფოთოლი, 2 ჭიქა წყალი. ინგრედიენტებს კანი მოაჭერით და დააბლენდერეთ. მიღებული სმუზი დალიეთ სადილობამდე 30 წუთით ადრე. აქვს ანთებსაწინააღმდეგო ეფექტი. ებრძვის ინფექციებს.
6. კუჭნაწლავის სისტემისთვის
მოგაშორებთ ზედმეტ წონას, გამოაქვს ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან. ძლიერი ანტიოქსიდანტია. 4 ცალი მარწყვი, 1 ფორთოხლის წვენი, ალოეს 1 ფოთლის რბილობი, 1/2 ჭიქა წყალი. ყველაფერი დააბლენდერეთ და კოქტეილი მზადაა.