მაკიაჟის სფეროში ექსპერტი რომ გახდე, სულაც არ არის საჭირო სპეციალური განათლება. საკმარისია გქონდეს თავის მოვლის გამოცდილება, იცოდე კოსმეტიკის სწორად შერჩევა და მაკიაჟის რამდენიმე საიდუმლო.
ეს ყველაფერი პრაქტიკასთან მოდის. ჩვენ კი შემოგთავაზებთ რამდენიმე ხრიკს, რომელსაც ყოველი ვიზაჟისტი იყენებს. ახალგაზრდული იერსახე გარანტირებულია!
სილამაზის სალონების საიდუმლოებები
გამოიყენეთ წამწამებს დასახვევი აბაზანის მიღებისთანავე
მაღალი ტენიანობა წამწამებს უფრო დამყოლს გახდის და შეძლებთ უკეთ დახვევას.
წარბების მაკიაჟი დაიწყეთ ფანქრით
ყავისფერი პუდრი, რომელსაც ქალები წარბებისთვის იყენებენ, მყარი არ არის და მისი ეფექტი მალევე ქრება. პუდრის წასმამდე, ყავისფერი ფანქარი წაისვით, რომლის ცვილის შემადგენლობაც შესანიშნავი ბაზა გახდება წარბის მაკიაჟისთვის.
შეათბეთ ტონალური საცხი
სახეს მიხატული ნიღბის ეფექტი რომ არ მიეცეს, ხელებით ოდნავ შეათბეთ ტონალური საცხი. მაღალი ტემპერატურა ოდნავ დაადნობს საცხს და უფრო კარგად დაჯდება კანზე.
შეარჩიეთ ორი სახეობის ტუში
თავიდან წაისვით მოცულობის მიმცემი ტუში, 2 წუთში კი დამაგრძელებელი. ამგვარად, მაკიაჟი უფრო მყარი იქნება.
შექმენით საკუთარი პომადა
ხდება ისე, რომ საყვარელ პომადას ვკარგავთ. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია - თავადვე შექმნათ იგი. წაისვით ტუჩებზე დამატენიანებელი ბალზამი, თითის წვერით მოისვით ცოტაოდენი ვარდისფერი ჩრდილი. მბზინავი და მყარი ფერი გარანტირებულია!
იპოვეთ საყრდენი იდაყვებისთვის
საუკეთესო მაკიაჟი გამოდის, როცა ხელები არ გიკანკალებთ. ამიტომ, დაეყრდენით იდაყვებით მაგიდაზე, შემდეგ წაისვით სწორი და გამოკვეთილი ხაზი თვალებზე. გამოცდილია - ყველაფერი გამოგივათ.
აირჩიეთ ლურჯი ელფერი
თვალების სიწითლისგან ყურადღების გადასატანად, აირჩიეთ ცივი ფერების ლაინერი და ჩრდილები. ლურჯი ლაინერი და ნაზი ნაცრისფერი ჩრდილი მზერას ლამაზად გამოკვეთავს. ერიდეთ ვარდისფერს, წითელს ან იასამნისფერს, რადგან ეს მხოლოდ ხაზს გაუსვამს თვალების დაღლილობას.