ქალების უმეტესობა კანის მოვლის ყოველდღიური რიტუალის დროს დეკოლტესა და ყელის ზონას ივიწყებს, არადა, აქ კანი ყველაზე ადრე ბერდება.
კანზე ნაოჭების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, საკმარისია ნიღბების გაკეთება ცხიმიანი ხაჭოს გამოყენებით. კომპონენტები ალერგიის გამომწვვი არ უნდა იყოს. ამიტომ წინასწარ ჩაიტარეთ ტესტი. ნიღაბი მთელ ყელზე უნდა წაისვათ მასაჟის მოძრაობებით და 15-20 წუთი გაიჩეროთ. პროცედურის შემდეგ ჩამოიბანეთ გაფილტრული წყლით.
გთავაზობთ რამდენიმე მოქმედ ნიღაბს ყელის კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.
ხაჭო, კიტრი და არაჟანი
გახეხეთ 1 კიტრი, დაამატეთ თითო ს.კ. ცხიმიანი ხაჭო და არაჟანი, კარგად მოურიეთ. მკვებავი ნიღაბი მზადაა.
ოხრახუში და ხაჭო
დააბლენდერეთ 1 კონა ოხრახუში, დაამატეთ 2 ს.კ. ცხიმიანი ხაჭო, კარგად მოურიეთ და წაისვით კანის პრობლემურ ადგილებზე. ამ საშუალებას მათეთრებელი ეფექტიც აქვს.
ხაჭო და თაფლი
შეურიეთ 1 ს.კ. ცხიმიანი ხაჭო, 1 ს.კ. ოდნავ შემთბარი თაფლი, 0,5 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი და რამდენიმე წვეთი А ვიტამინი. წაისვით სუფთა კანზე.
ხილი და ხაჭო
დააბლენდერეთ 50 გრ ბანანი და 50 გრ კივი, დაამატეთ 1 ს.კ. ცხიმიანი ხაჭო, კარგად მოურიეთ და წაისვით დეკოლტეს ზონაზე.
ხაჭო და კვერცხის გული
შეურიეთ 1 ს.კ. ხაჭო, 1 კვერცხის გული და 1 ჩ.კ. თხელი თაფლი, კარგად მოურიეთ და წაისვით სუფთა კანზე.
ასევე იხილეთ:
პლასტიკურმა ქირურგმა დედაჩემს სახის განსაკუთრებული წესით დაბანა ურჩია. ნაოჭები გაქრა!