გთავაზობთ ღამის ახალი საცხების რეცეპტს კანის აღსადგენად და მისი ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ახლა აუცილებელი არ არის საჭირო საცხების მაღაზიებში მოძიება. ასეთი კოსმეტიკური საშუალება შეგიძლიათ შინაურ პირობებში მოამზადოთ ნატურალური პროდუქტებისგან.
ღამის საცხების რეცეპტები
ღამის საცხი თეთრი ან მწვანე ჩაისგან
მწვანე და თეთრი ჩაი ებრძვის კანის კიბოს, აცოცხლებს კანის უჯრედებს, ეფექტურად აცილებს ფსორიაზსა და გამონაყარს.
მომზადება:
აიღეთ დაახლოებით 70 გრ სუფთა სანთლის ცვილი და შეურიეთ 30 გრ ნუშის ზეთი, 30 გრ ქოქოსის ზეთი, 1 ჩ.კ. ასკილის თესლის ზეთი, დაადნეთ ერთგვარი მასის მიღებამდე ჭურჭელში ორმაგი ფსკერით.
ჭიქა თბილ წყალში მოათავსეთ მწვანე ან თეთრი ჩაის პაკეტი. დააყენეთ 2 წუთით და ჩაასხით მიღებულ მასაში. კარგად მოურიეთ.
როგორც კი ცვილი დადნება, აცადეთ 2-3 წუთი და დაწურეთ მარლის მეშვეობით.
დააბლენდერეთ მასა ერთგვარი რბილი მასის მიღებამდე.
შენახვა:
შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას. საცხი 1 თვეზე მეტხანს გეყოფათ, ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაშიც კი.
გამოყენება:
დაიბანეთ სახე, გაიმშრალეთ და წაისვით საცხი სახეზე რბილი, წრიული მოძრაობებით.
დილით დაიბანეთ ცივი წყლით.
ვაშლის საცხი კანისთვის
ვაშლი მდიდარია A, B, C ვიტამინებით, ბეტა-კაროტინით, ვაშლის მჟავით, ანტიოქსიდანტებით, რაც ასე საჭიროა ახალგაზრდა და ბზინვარე კანისთვის.
ვარდის წყალი ინარჩუნებს კანის pH ბალანსს, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები.
გაჭერით ვაშლი შუაზე, მოაცილეთ კურკები, დაჭერით კუბებად.
მომზადება:
შეურიეთ 2 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი, ყურძნის კურკის ზეთი, ვარდის ან ნუშის ზეთი ერთგვარი მასის მიღებამდე.
ჩაასხით ორმაგი ფსკერის მქონე ჭურჭელში, გაათბეთ და მოურიეთ.
გააცივეთ მასა და დაამატეთ 2 ჩ.კ. ვარდის წყალი.
თუ გამონაყარი გაწუხებთ, შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი, დარიჩინი, მუსკატის კაკალი ან კურკუმა.
უმჯობესია, გამოიყენოთ მწვანე ვაშლი, რადგან ის დიდი ოდენობით ვაშლის მჟავას შეიცავს.
შენახვა:
მოათავსეთ სტერილურ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში. საცხი 1 კვირის განმავლობაში გეყოფათ ყოველდღიური გამოყენების გათვალისწინებით.
გამოყენება:
დაიბანეთ სახე, გაიმშრალეთ და წაისვით საცხი.
აცადეთ, სანამ გაშრება, შემდეგ შეგიძლიათ დაწვეთ დასაძინებლად.
დილით დაიბანეთ სახე გრილი წყლით.
ზეითუნის ზეთის საცხი
ზეითუნის ზეთი ეხმარება კანს ფერის გაუმჯობესებაში და ამცირებს პიგმენტაციას. გამოიყენება კანის ნატურალური დამატენიანებლის სახით, აჩერებს კანის დაბერებას.
მომზადება:
შეურიეთ ¼ ჭიქა ზეითუნის ზეთი, 1 ჩ.კ. ქოქოსის ზეთი და 1 ჩ.კ. სანთლის ცვილი პატარა ქვაბში.
გააცხელეთ ნელ ცეცხლზე ორმაგი ფსკერის მქონე ჭურჭელში. პერიოდულად მოურიეთ, სანამ ნარევი არ გადნება.
გააცივეთ მასა და ათქვიფეთ რბილი კონსისტენციის მიღებამდე.
შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი.
შენახვა:
შეინახეთ სტერილურ კონტეინერში მშრალ ადგილას. ზეთი გამაგრდება, თუ მას ნესტიან პირობებში შეინახავთ.
გამოყენება:
დაიბანეთ სახე და კარგად გაიმშრალეთ.
წაისვით საცხი რბილი მასაჟის მოძრაობებით.
დაიბანეთ დილით სახე გრილი წყლით.
გაფრთხილება:
ცხიმიანი კანის მფლობელებს შესაძლოა გამონაყარი გაუჩნდეთ.
გამოიყენეთ საცხი რამდენიმე დღის განმავლობაში და დააკვირდით კანის რეაქციას.
საცხი შესანიშნავად უხდება მშრალი კანის მფლობელებს.
ასევე იხილეთ:
აი, რატომ ჯობს კანზე მხოლოდ იმის წასმა, რისი ჭამაც შეიძლება!