დიახ, არ მოგეჩვენათ! ქართულ კოსმეტიკურ ბაზარზე ახალი ბრენდი FUFALA BEAUTY გამოჩნდა.
ქალის ყოველდღიური ცხოვრება კოსმეტიკის გარეშე წარმოუდგენელია! ახალი ბრენდის მთავარი მიმართულებაც სწორედ კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ონლაინმაღაზია fufala.ge გახლავთ, სადაც უკვე შესაძლებელია 30-ზე მეტი კოსმეტიკური ბრენდის, 5000-ზე მეტი დასახელების პროდუქტის შეძენა.
საიტზე შეხვდებით ისეთ ცნობილ და პოპულარულ ბრენდებს, როგორებიცაა: L'OrealParis, Maybelline New York, Inglot, L'ocean, Dior, Channel და სხვა. fufala.ge-ზე ბრენდების მხოლოდ ორიგინალი პროდუქციაა წარმოდგენილი.
რაც შეეხება შოპინგის თემას, fufala.ge-ზე ძალიან კომფორტული და მოსახერხებელი სისტემაა. სასურველი ბრენდების კოსმეტიკის არჩევა მობილურშიცაა შესაძლებელი. ერთ სივრცეში თავმოყრილი პროდუქციის შერჩევა ძალიან მარტივია. შეკვეთილ პროდუქციას კურიერი მითითებულ მისამართზე, მაქსიმუმ 1-2 დღეში მოგიტანთ.
გთავაზობთ 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა შეიძინოთ კოსმეტიკა ინტერნეტით და ისარგებლოთ fufala.ge-ს სერვისით:
1. უსასრულო არჩევანი
სწორედ უსასრულო არჩევანია ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რისთვისაც ქალაქის მაღაზიებს შეიძლება ამჯობინო ონლაინშოპინგი. დავუშვათ, სადღესასწაულოდ ახალი კაბა შეიძინეთ და გინდათ, შესაბამისი ფერის ტუჩსაცხი შეუხამოთ. ამისთვის საკმარისია შეხვიდეთ საიტზე, ფილტრებიდან ამოირჩიოთ კონკრეტული ფერი და სისტემა შემოგთავაზებთ ტუჩსაცხების ფართო ასორტიმენტს.
2. საუკეთესო ფასები
დაბალი ფასები - მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რისთვისაც ონლაინშოპინგი მაღაზიებში სიარულს სჯობს. ბიზნესეკონომიკიდან გამომდინარე, ვირტუალურ სივრცეში პროდუქტის ფასი გაცილებით იაფი გამოდის, ვიდრე რეალურ მაღაზიაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კურიერის მომსახურებასაც გავითვალისწინებთ.
3. დროის ეკონომია
დღევანდელი დატვირთული ცხოვრების რიტმი, ხშირ შემთხვევაში, თავისუფალ დროს საერთოდ არ გვიტოვებს. ონლაინშოპინგი ამ პრობლემას მარტივად აგვარებს. რამდენიმე წუთში შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი კოსმეტიკა და სახლიდან გაუსვლელად, დროის დაკარგვის გარეშე მიიღოთ შენაძენი. ასევე, თვალი ადევნოთ სიახლეებს და შეიძინოთ ახალი პროდუქტი, რომელსაც საყვარელი ბრენდი შემოგთავაზებთ ახალ კოლექციაში.
4. თავისუფლება და ობიექტურობა
ხშირად ისეც ხდება, რომ კონსულტანტების ზეგავლენის ქვეშ ვექცევით და არასაჭირო ან ზედმეტ პროდუქციას ვყიდულობთ. ონლაინრეჟიმში არავინ დაგაჩქარებთ, თქვენ თავისუფლად შეძლებთ დაათვალიეროთ პროდუქტი, აარჩიოთ, კარგად დაფიქრდეთ და გადაწყვეტილება ისე მიიღოთ.
5. მარტივი პროცესი
დღეს უკვე აღარ არის ის დრო, როდესაც ონლაინრეჟიმში შოპინგს ტექნიკური უნარები სჭირდებოდა. იგივე fufala.ge-ს მაგალითზე, თანამედროვე ონლაინმაღაზიებში შოპინგი თითქმის ისეთივე მარტივი პროცესია, როგორც მაგალითად, სოციალურ ქსელში ფოტოს ატვირთვა.
დაბოლოს, უნდა დავამატოთ ის ფაქტიც, რომ დღეს ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ინგლისი, გერმანია, ავსტრია, იტალია, პოლონეთი, მომხმარებლების 68.7% კოსმეტიკას ონლაინმაღაზიებში ყიდულობს. ეს მათ ეხმარება, დაზოგონ დრო, ფული, ნერვები, გამოიყურებოდნენ ლამაზად და მოვლილად.
R
<div></div>