ნახეთქები კანზე (ე.წ. სტრიები) ბევრს უჩნდება მუცელზე, მკერდზე, თეძოებზე, დუნდულებსა და სხეულის სხვა ნაწილებზე კანის დაჭიმვის გამო. ხშირად "სტრიები" ქალის სხეულზე ჩნდება, მაგრამ მამაკაცებიც არ არიან დაცულნი მათგან. "სტრიების" წარმოქმნის მიზეზებია:
• ორსულობა
• წონაში სწრაფად დაკლება ან მომატება
• ჰორმონალური ცვლილებები
• კანის ელასტიკურობა (არაჯანსაღი კვება "სტრიების" წარმოქმნის მაპროვოცირებელი ხდება)
"სტრიების" წარმოქმნის რისკის შესამცირებლად, ყოველდღე დაიტენიანეთ კანი, განსაკუთრებით, მუცლის, მკერდისა და თეძოების არეში.
"სტრიების" სრულად მოცილება მხოლოდ ქირურგიული გზით არის შესაძლებელი.
მაგრამ არსებობს ხერხი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია "სტრიების" შემცირება და გაღიავება.
ამ სასწაულმოქმედი საშუალებისთვის დაგჭირდებათ:
• ალოე ვერას 1 ფოთოლი
• ½ ჭიქა ზეითუნის ზეთი
• 5 კაფსულა Е ვიტამინი
• 3 ს.კ. აბუსალათინის ზეთი
მომზადება:
კოვზით ან ჩანგლით ამოიღეთ ალოეს რბილობი.
ღრმა თეფშში კარგად მოურიეთ ყველა ინგრედიენტი.
საღამოს წაისვით მასა პრობლემურ ადგილებზე, გაიჩერეთ 15-20 წუთით, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.
გაიმეორეთ პროცედურა ყოველ მე-3 დღეს ან ყოველდღე, "სტრიების" საგრძნობლად შესამცირებლად.
შეინახეთ საშუალება მაცივარში. არ არის საჭირო მისი ყოველდღიურად მომზადება. პროცესის დაჩქარება თუ გსურთ, წაისვით პრობლემურ ადგილებზე მხოლოდ ალოეს რბილობი, გაიჩერეთ მთელი ღამით, დილით კი დაიბანეთ თბილი წყლით. ცოტაოდენი ძალისხმევისა და მოთმინების შემდეგ კანის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.