იშვიათი მოვლენა არაა. მისი მიზეზი ჰორმონალური დარღვევაა.
თმა ხშირად ამოდის სქესობრივი მომწიფების, ფეხმძიმობის ან მენოპაუზის დროს, მაგრამ თუ იგი ხშირად და სწრაფად იზრდება, ექიმს უნდა მიაკითხოთ.
მკერდზე ამოსულ თმასთან ბრძოლის უამრავი საშუალება არსებობს. ერთი-ორი ღერის ამოღება პინცეტით შეგიძლიათ ან მაკრატლით აკურატულად მოიჭრათ. ზოგიერთი იპარსავს კიდეც, მაგრამ თუ მგრძნოიარე კანი გაქვთ, ეს მეთოდი დაივიწყეთ.
დაბოლოს, მკერდზე თმის ამოსვლის მიზეზი შეიძლება საკვერცხეების პოლიკისტოზიც იყოს.
დაავადების სხვა სიმპტომებია: ზედმეტი წონა, თმის ცვენა, დეპრესია.
როგორ მოვიშოროთ სამუდამოდ სახიდან არასასურველი თმა