სილამაზის ინდუსტრია არ დგას ერთ ადგილას. მეცნიერება ვითარდება.
მსოფლიოში ახალი ეფექტური საშუალებები ჩნდება, რომლებსაც შეუძლიათ პრაქტიკულად ყველანაირი პრობლემის გადაჭრა.
წარმოგიდგენთ 3 ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ მეთოდს, რომელიც დიდი ხანია მოძველდა და ამასთან, სრულიად უშედეგოა. დროა, დაივიწყოთ ისინი!
1. კიტრის რგოლები სახეზე
კიტრი 95% წყლისგან შედგება. ანუ, როდესაც მას სახეზე იდებთ, იმ იმედით, რომ კანს დაასვენებთ და გამოაცოცხლებთ, ეფექტი იგივეა, რაც სახის წყლით დაბანა. იგივე ეფექტი აქვს ბამბის სველი დისკების დადებასაც.
2. კბილების სოდით გათეთრება
ხუმრობთ? თუ ეს ჭუჭყიანი ჭიქების შემთხვევაში ეფექტურად მოქმედებს, არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს კბილებზეც იგივენაირი შედეგი ექნება. ეს მეთოდი საკმაოდ ტრავმულია. ეფექტი არ ღირს იმად, რომ კბილის ემალი დაიზიანოთ. ჯობს, კბილები სტომატოლოგთან გაითეთროთ, ან სპეციალური საშუალებები შეიძინოთ.
3. კვერცხი თმაზე
ერთ-ერთი გავრცელებული მითი, რომ კვერცხის ნიღაბი თმის ხარისხს აუმჯობესებს. სინამდვილეში, კვერცხი თმას აშრობს და აუხეშებს. უმჯობესი იქნება, თუ თქვენი თმის ტიპის მიხედვით იყიდით სპეციალურ ნიღაბს, რომელიც არც თუ ისე ძვირი ღირს.
5 beauty ლაიფჰაკი, რომელიც ყველა გოგომ უნდა იცოდეს