ჟურნალის გვერდებზე დაბეჭდილი მოდელების ფოტოების შეხედვისას გვგონია, რომ ისინი დღედაღამ საკუთარ გარეგნობაზე ძვირად ღირებული საშუალებებით ზრუნავენ. სინამდვილეში, ყველას თავისი საიდუმლო აქვს...
ადრიანა ლიმა
ზოგჯერ ვარსკვლავებსაც უჩნდებათ მუწუკი. ადრიანა მას ჩაის ხის ზეთით ებრძვის. ანთებაზე ზეთს დღეში ორჯერ, ბამბის ჩხირით ისვამს.
ირინა შეიკი
"დედას ყოველთვის არ ჰქონდა ფული, რომ კოსმეტიკური საშუალებები ეყიდა. ამიტომ დილაობით სხეულზე ცივ წყალს ივლებდა და სახეს ყინულით იწმენდდა. პერიოდულად იკეთებდა ხოლმე კიტრის ნიღბებს. მეც მას ვბაძავ".
ნაომი კემპბელი
47 წლის სუპერმოდელი დღემდე იდეალურად გამოიყურება. ცელულიტს კი თურმე ყავის სკრაბით ებრძვის.
ჯოანა სმოლსი
იდეალური თმა აქვს. ამისთვის კვირაში ორჯერ ნიღაბს იკეთებს: 1 ცალი ავოკადო, 2 კვერცხის გული, 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი. ინგრედიენტები ერთმანეთში უნდა გადაურიოთ და თმის მთელ სიგრძეზე წაისვათ.
მირანდა კერი
ძვირად ღირებული კრემების ნაცვლად ასკილის ზეთს იყენებს. "ყოველ საღამოს ვისვამ დაბანილ სახეზე და მთელი ღამე ვიჩერებ".
ჯიჯი ჰადიდი
მისთვის მნიშვნელოვანი ტუჩების მოვლაა. განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში. გაუხეშებული კანის მოსაცილებლად მოდელი შაქრის სკრაბს იყენებს.