ბარათი, ყურსასმენები და მობილური - ეს ის სამი ნივთია, რომელიც თითოეული ჩვენგანის თანმდევია. მრავალფუნქციური ანდროიდი ბევრ ინფორმაციას ინახავს, თუმცა ჩვენ მისი მეხსიერების კიდევ უფრო გამრავალფეროვნება და მიზნობრივად გამოყენება შეგვიძლია.
მათ რიცხვში უდავოდ შედის ქვემოთ მოცემული 5 აპლიკაცია, რომელიც ნებისმიერი გოგონას მობილურს კიდევ უფრო "გოგოურს" გახდის:
Lose weight in 30 Days
2018 წლის ეს აპლიკაცია აერთიანებს როგორც ვარჯიშებს, ისე სწორი კვების მენიუს და თუ ზუსტად მიჰყვებით ინსტრუქციას, ერთ თვეში იდეალურ ფორმაში ჩადგებით.
Period Calendar Ovulation Tracker
გოგონებს ხშირად ავიწყდებათ, როდის უნდა ელოდნენ მენსტრუაციას. ეს კალენდარი კი საუკეთესო საშუალებაა ჩაინიშნოთ, როდის დაგეწყოთ ციკლი და იგი თვითონ შეგახსენებთ შემდეგ ფერტილურ დღეებს. საჭიროების შემთხვევაში მოგცემთ რჩევებს...
10 000 + Eye Makeup step by step
აპლიკაცია თვალის ჭრილისა და ფერის მიხედვით 2018 წლის მოდურ მაკიაჟებს გთავაზობთ. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ გასწავლით სასურველი მაკიაჟის გაკეთებას.
Nail Design
აქ ნახავთ მასტერკლასს, თუ როგორ უნდა მოიხატოთ ფრჩხილები სულ რაღაც ათ წუთში. ამ აპლიკაციის მთავარი ღირსება ისაა, რომ არაპროფესიონალებისთვისაც კი ყველაფერი მარტივად გასაგებია.
Square InstaPic - Photo Editor & Collage Maker
მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაცია მრავალფუნქციურია, ის ძალიან მარტივი გამოსაყენებელია და რამდენიმე წამში თქვენს ფოტოებს უჩვეულო ხიბლს შესძენს. აპლიკაცია ეფექტური ჩარჩოებით ფოტოკოლაჟების გაკეთებაშიც დაგეხმარებათ.