დემაკიაჟი – სახის კანის მაკიაჟისგან გასუფთავებას ნიშნავს. დეკორატიული კოსმეტიკა, პრაქტიკულად, არ სცილდება წყლით. ამიტომაც კოსმეტიკაში არსებობს მაკიაჟის ჩამოსაშორებელი საშუალებების საკმაოდ ფართო არჩევანი.
როგორ შევარჩიოთ ჩვენი სახისთვის შესაფერისი დემაკიაჟის საშუალება?
არსებობს სამი ტიპის კანი – ნორმალური, მშრალი და ცხიმიანი. ყოველ მათგანს შესაფერისი მოვლა სჭირდება.
მშრალი კანი ხშირად მგრძნობიარეა და მისთვის დამახასიათებელია ადრეული დაბერება და ჭკნობა. ამიტომაც ასეთი ტიპის კანისთვის უნდა შეირჩეს მაკიაჟის ჩამოსაშორებელი ნაზი საშუალება. გამოდგება ორფაზიანი ტონიკები, რომლებიც წყალსა და ზეთებზეა დამზადებული.
ცხიმიანი კანისთვის დამახასიათებელია სიპრიალე და ის გამონაყარისკენ არის მიდრეკილი. ამიტომაც ცხიმიანი კანის დემაკიაჟი უფრო ინტენსიური უნდა იყოს. რეკომენდებულია გელები და ქაფები, რომლებიც სველ კანზე ისმევა და შემდეგ წყლით იბანება.
ნორმალური კანი მკვრივი და ელასტიკურია. მისთვის დამახასიათებელია ერთგვაროვანი ფერი. ის არ პრიალებს, როგორც ცხიმიანი კანი და არც იქერცლება, როგორც მშრალი. ასეთი კანი იტანს ყველანაირ გამწმენდ საშუალებას. თუმცა მაინც უმჯობესია, გამოიყენოთ მსუბუქი მუსი ან მაკიაჟის ჩამოსაშორებელი რძე.
როგორ გავიკეთოთ ეფექტურად დემაკიაჟი?
გაწმენდის პროცედურისას უმჯობესია, გამოიყენოთ ბამბის ტამპონები. ისინი არ გორგოლავდება, არ ტოვებს კანზე ბამბის ბუსუსებს და არ იწოვს დემაკიაჟისთვის განკუთვნილ ბევრ საშუალებას.
გირჩევთ ჩაიტაროთ დემაკიაჟი შემდეგი თანმიმდევრობით: ხელები (უბრალოდ, კარგად დაიბანეთ საპნით იმისათვის, რომ მოიშოროთ ჭუჭყი, ცხიმი და ოფლი), შემდეგ გაიწმინდეთ ტუჩები, წამწამები და წარბები, ხოლო ბოლოს სახის კანი.
მიიტანეთ მაუსის ისარი ფოტოზე გამოსახულ წრეებთან და წაიკითხეთ რჩევები
<script src="https://cdn.thinglink.me/jse/embed.js"></script>
რა უნდა გავაკეთოთ დემაკიაჟის შემდეგ?
დაიბანეთ სახის დასაბანი სპეციალური საშუალებით. შეიშრეთ სახე სუფთა პირსახოცით ან ხელსახოცით. არ გაიწმინდოთ სახე პირსახოცით ინტენსიურად და უხეშად. შემდეგ დაიმუშავეთ კანი ჩვეული საშუალებებით – ტონიკებით ან ლოსიონებით, კრემით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია თვალებზე ზრუნვა. კანის მსგავსად, თვალიც საჭიროებს წმენდას და დატენიანებას, რადგან მშრალ, მტვრიან, დაბინძურებულ გარემოში დიდხანს ყოფნა, კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, ხელოვნური განათება და ყოველდღიური მაკიაჟი უარყოფითად აისახება თვალებზე და სიმშრალეს იწვევს, რამაც შესაძლოა მოგვიანებით გართულება გამოიწვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად, პროფილაქტიკისთვის შეგიძლიათ ჩაიწვეთოთ Rohto hydra, თვალის წვეთები. "როტოს" თვალის წვეთებს აქვს გამაგრილებელი ეფექტი, მისი მოქმედება გრძელდება 8 საათის განმავლობაში. აქვს დამატენიანებელი, სიმშრალის, სიწითლის, წვის შეგრძნების, დაღლილობის, ცრემლდენის მოხსნის ეფექტი.
უნდა გავიკეთოთ თუ არა დემაკიაჟი ყოველდღე?
დიახ, ეს ყოველდღიური პროცედურაა. თუნდაც იმ დღეს კოსმეტიკა საერთოდ არ გამოგეყენებინოთ, სახის გაწმენდა აუცილებელია იმისათვის, რომ მოიშოროთ ჭუჭყი, ოფლი და მტვერი.
რას გულისხმობს სახის ღრმა გაწმენდა?
კანის ღრმა წმენდისთვის გამოიყენება პილინგი და სკრაბი. სახლის პირობებში ამ პროცედურების გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ კვირაში ერთხელ.