ვისთვისაა ეპილაცია კატეგორიულად აკრძალული?
ვისთვისაა ეპილაცია კატეგორიულად აკრძალული?
ჭარბთმიანობა ბევრ ქალბატონს აწუხებს. დღეს უკვე დიდ პრობლემას არ წარმოადგენს არასასურველი თმის მოცილება, მაგრამ მოდით ვცადოთ ყველაზე ეფექტური საშუალება გამოვავლინოთ.

1. ელექტროეპილაცია

ყოველი არასასურველი თმა შორდება სპეციალური ნემსის საშუალებით, რომელშიც ელექტროდენი გადის. რამდენად მოსათმენი იქნება პროცედურა, მთლიანად დამოკიდებულია კლიენტზე. თუ ტკივილს ვერ იტანთ, სპეციალისტები გირჩევენ გაიყუჩოთ საეპილაციო ზონა.

პლუსები: ეპილაცია არ არის ძვირადღირებული პროცედურა და პრაქტიკულად თითქმის ყველა სალონში კეთდება. ეფექტურია ნებისმიერი ტიპის კანისა და თმისათვის. მათ შორის მუქი კანის მქონე ადამიანებისთვის.

მინუსები: ელექტროეპილაციის დროს ხდება კანთან უშუალო კონტაქტი, ეს დაინფიცირების რისკს ზრდის. პროცედურა საკმაოდ ხანგრძლივია, რადგან თითოეული ღერის მოშორება ცალ–ცალკე ხდება. ინტენსიური სიწითლე და გაღიზიანება დიდხანს არ გადის.

2. ფოტოეპილაცია


თმის მოცილების ეს მეთოდი დაფუძნებულია ინტენსიური მაღალიმპულსური შუქის წყაროს საშუალებაზე.

პლუსები: მეთოდი დანერგილია კლინიკებსა თუ სილამაზის ცენტრებში. ფოტოსპიშკები საშუალებას იძლევა მომენტალურად დამუშავდეს კანის დიდი უბნები. ფოტოეპილაციის შემდეგ თმა უფრო ნელა იზრდება და თხელი ხდება და პროცედურებს შორის დიდი ინტერვალია.

მინუსები: სამწუხაროდ ფოტოეპილაციის დროს შეუძლებელია მხოლოდ თმის ღერის მოშორება, გადახურების რისკის ქვეშ კანიც დგას, ამიტომ პროცედურის დროს დიდია დამწვრობის მიღების ალბათობა. არასასიამოვნო შედეგი შეიძლება პიგმენტური ლაქებიც იყოს. 5–6 პროცედურის შემდეგაც კი თმის ზრდის მხოლოდ დროებით შეჩერებას უნდა ელოდოთ. ფოტოეპილაცია არაეფექტურია მუქი კანის მქონე ადამიანებისთვის.

პროცედურა დაუშვებელია ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისათვის, კანის მწვავე დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, ვარიკოზის და ჰიპერტონული დაავადებების დროს. როგორც პროცედურამდე 1 თვით ადრე, ასევე პროცედურიდან 1 თვის მანძილზე გარუჯვა არ შეიძლება.

3. ლაზერული ეპილაცია

მეთოდი მოიცავს ლაზერის შერჩევით მოქმედებას თმის განსაზღვრულ სიგრძეზე და თმის მთლიან რეპროდუქციულ სისტემაზე. ნადგურდება თმის ბოლქვი. იმდენად რამდენადაც ლაზერი შერჩევითად მოქმედებს, თმის ირგვლივ კანი
არ ტრავმირდება და აქედან გამომდინარე, დამწვრობის რისკიც გამორიცხულია.

პლუსები: თმის გაქრობა სამუდამოდ რეკომენდებული კურსის ჩატარების შემდეგ. ლაზეროეპილაცია პრაქტიკულად უმტკივნეულოა, ამიტომ იდეალურია მათთვისაც, ვისაც არასასურველი თმის მოცილება განსაკუთრებულად მგრძნობიარე ადგილებში სურს. მაგალითად: ბიკინის ზონაში და იღლიებში.

მინუსები: ნებისმიერ ლაზერულ ეპილაციას აქვს უკუჩვენება ფეხმძიმობის და ლაქტაციის დროს. პროცედურის ჩატარება არ შეიძლება კანის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროსაც.
გისურვებთ წარმატებებს და პრიალა კანს!

თათია ბეჟიტაშვილი
ჟურნალი "და ქალი"
(იანვრის ნომერი)
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
როცა ამის შესახებ იცი, შეგიძლია, 100%-ით დარწმუნებული იყო, რომ ფოტოებზე არაჩვეულებრივი გამოხვალ!
14:27 / 19-10-2017
ხანდახან დადგმული კადრები არ ამართლებს მოლოდინს და ძალიან არაბუნებრივად გამოიყურება. როგორ შევქმნათ ცოცხალი ფოტოები? როგორ ვიპოვოთ საუკეთესო რაკურსი? გამოიყენეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები და გარწმუნებთ, ფოტოებზე უნაკლოდ გამოხვალთ.
აღმოჩნდა, რომ არასასურველი თმის სამუდამოდ მოცილება თავადაც მარტივად შეგიძლიათ
14:02 / 19-10-2017
თქვენ დაგჭირდებათ: სულ ცოტა მოთმინება და რეცეპტის ზედმიწევნით დაცვა.
როგორ ავარჩიო სუნამო და როგორ ავიღო კრედიტი?
14:01 / 19-10-2017
როგორ ავიღო კრედიტი? ამ შეკითხვის პასუხი საოცრად მარტივი გახლავთ.
დაივიწყეთ ბოტოქსი: იმისათვის, რომ დაიბრუნოთ 10 წლის წინანდელი სახე, დაგჭირდებათ მხოლოდ კვერცხის ცილა!
16:31 / 17-10-2017
შეგიძლიათ, დახარჯოთ მთელი ქონება ძვირად ღირებულ კრემებსა და პროცედურებზე, ნაოჭების გასასწორებლად, მაგრამ არსებობს უმარტივესი საშუალება, რომელსაც ანალოგიური ეფექტი აქვს და უიაფესია, აცხადებს Yo Amo Los Zapatos. ეს საშუალება კი ჩვეულებრივი კვერცხის ცილაა.
10 რჩევა ქალებისგან, რომლებიც არასოდეს არიან დიეტაზე
14:18 / 16-10-2017
შენ მას იცნობ: იცი, რომ ჭამს ხშირად ნაყინს; ისიც იცი, რომ ყოველთვის სალათას არ უკვეთავს რესტორანში; ერთი სიტყვით, თავს არაფრით იზღუდავს. გაინტერესებს, რატომ არ სჭირდება მას დიეტა? მას თავისი საიდუმლოებები აქვს და აი, ისინიც:
კოსმეტიკა სამზარეულოდან: 6 სუპერრეცეპტი
11:12 / 16-10-2017
კანისა და თმის მოვლა ჩვეულებრივი პროდუქტების მეშვეობით არის შესაძლებელი. მაგალითად, თაფლისა და მანანის ბურღულის დახმარებით.
ვაშლის ძმარი დაბერების წინააღმდეგ: 5 ძალიან საჭირო რჩევა, რომელიც არ იცოდი
10:39 / 16-10-2017
ამ ხელმისაწვდომ და იაფ საშუალებას სხვადასხვა მიზნისთვის ხშირად იყენებენ: სახლის დალაგებიდან დაწყებული, დიეტით დამთავრებული, მაგრამ ჩვენ სრულიად ახალი მეთოდები უნდა გაგიმხილოთ.
დაივიწყეთ ქერტლი, როგორც საშინელი სიზმარი!  4 ყველაზე ეფექტური საშუალება
10:29 / 16-10-2017
ქერტლი და თმის ცვენა ყველაზე გავრცელებული პრობლემებია, ის დისკომფორტს უქმნის ადამიანს და ახალ კომპლექსებსაც აჩენს. მაგრამ ნუ იჩქარებთ ფულის ძვირად ღირებულ პრეპარატებში გადაყრას, საშინაო საშუალებები დაგეხმარებათ ქერტლის მოშორებაში.
10 რჩევა, რომ დილით ადრე ადგომა არ გაგიჭირდეთ
14:00 / 15-10-2017
აი, როგორ იქცევიან „დილის ადამიანები“ იმისთვის, რომ მთელი დღის გნმავლობაში ფხიზლად იყვნენ.
სილამაზის 27 პროფესიონალური ხრიკი, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს!
12:55 / 09-10-2017
ყველა ქალს აქვს სილამაზის თავისი პატარ-პატარა საიდუმლოებები. როგორ მოვიქცეთ, როცა თვალის უპეები ჩაშავებული გვაქვს? როგორ დავიყენოთ სწორად თმა ისე, რომ წვეულების ბოლოსაც შეუდარებლად გამოვიყურებოდეთ? როგორ გავიკეთოთ შინ იდეალური მანიკიური?
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31