ყველა ქვეყანაშია დამახასიათებელი თვისებები და რიტუალები. მაგალითად, ჰოლანდიაში პატარაობიდანვე სწავლობენ ველოსიპედის მართვას, ისრაელში ზღვის მარილის აბაზანას იღებენ... ჩვენ ყველაზე გავრცელებული და სასარგებლო რჩევები შეგირჩიეთ.
ჰოლანდია - ველოსიპედი
მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელ ერად ითვლება. ბავშვობიდანვე სწავლობენ ველოსიპედის მართვას. ჰაერსაც არ აბინძურებენ და ვარჯიშით სიცოცხლესაც იხანგრძლივებენ.
იაპონია - შუადღის ძილი
დიდი კორპორაციების მფლობელებმა დაადასტურეს, რომ სადილის შემდეგ ნახევარსაათიანი ძილი ან თვლემაც კი აუმჯობესებს თანამშრომლების შრომისუნარიანობას.
შვეიცარია - მიუსლი
100 წლის წინ პაციენტებისთვის შვეიცარიელმა ექიმმა პირველად დაამზადა მიუსლი. მან შეურია დაფქულ-დაღერღილი შვრიის ფანტელები, ბრინჯი, ქატო, ფეტვი, ჭვავი, ხორბალი, ლიმონის წვენი და წყალი. მირთმევის წინ კი - იოგურტი, ხილი და თხილეული. დღემდე ყველა შვეიცარიელი თავს ვალდებულად მიიჩნევს, მიირთვას მიუსლი, რათა იყოს ჯანმრთელი.
პოლონეთი - საოჯახო სადილი
ოჯახში მომზადებული კერძი მეტად გემრიელი და სასარგებლოა, ვიდრე რესტორნისა.
ჩინეთი - თეთრი ჩაი
ყველა ქალი ცდილობს, ახალგაზრდობა შეინარჩუნოს. ჩინელები ანტიოქსიდანტებით მდიდარ თეთრ ჩაის სვამენ. ის გიცავთ დაბერებისა და კანის კიბოსგან.
საბერძნეთი - ჯანსაღი საკვები
თევზი, ხილი, ბოსტნეული, სასარგებლო ცხიმები, ზომიერად ღვინო და მარცვლეული - ყველაფერი ეს ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის წყაროა.
ისრაელი - ზღვის მარილი
მასში შემავალი მინერალები ხელს უწყობს ჰორმონალური ცვლის აღდგენას, ნერვული სისტემის დამშვიდებას, ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.
ბალი - ქოქოსი
სილამაზის საიდუმლო ქოქოსშია. რძეს სვამენ და კერძებში უმატებენ, ზეთით კი უვლიან თმას, კბილებს, ფრჩხილებს. ის ანტიმიკრობული, დამატენიანებელი და კანის დაბერების საწინააღმდეგო საშუალებაა.