როუზი ჰანთინგტონ უაითლი ბრიტანელი მოდელია, რომელიც “Victoria’s Secret“-ის ჩვენებებიდან კარგად გემახსოვრებათ. იგი ახალბედა დედაა და კიდევ უფრო მეტად ცდილობს, რომ ფორმიდან არ ამოვარდეს.
ახლახან გავრცელდა ვიდეო, სადაც მოდელი ნაბიჯ-ნაბიჯ გვაჩვენებს, როგორ უნდა გავიკეთოთ იდეალური მაკიაჟი, რომელიც ამავდროულად, ბუნებრივად გამოიყურება.
რაც მთავარია, ეს ყველაფერი მან ზუსტად 5 წუთში ჩაატია.
ადვილად შესამჩნევია ის, რომ როუზი ზებუნებრივად მიმზიდველია და განსაკუთრებით, წარბები, ტუჩები და თვალის ფერი გამოკვეთს მის სილამაზეს.
- პირველ რიგში, სახე უნდა დავიტენიანოთ „კოდალის“ ე.წ. სილამაზის ელექსირით. როგორც როუზი ამბობს, კანი ამ პროცედურის შემდეგ უფრო გლუვი და ნათელი გახდება.
- შემდეგი ნაბიჯია BB კრემი, რომელსაც თვალის უპეებზე, ქუთუთოებსა და ლოყებზე გავინაწილებთ. როუზი გვეუბნება, რომ ამ კრემის მეშვეობით სახეზე „ბავშვის კანის“ ეფექტს მივიღებთ და ბუნებრივ ელფერსაც მოგვანიჭებს.
- აქვე, აუცილებელია დავიტენიანოთ ტუჩები ტუჩის ბალზამით და სახეზე წავისვათ კორექტორი (მცირე რაოდენობით).
- მნიშვნელოვანია წარბებისთვის ე.წ. წარბების გელით ბუნებრივი ელფერის მიცემა და სახეზე კონტურების გამოყვანა.
- ამის შემდეგ წამწამებზე ტუშს დავიტანთ. უნდა ვეცადოთ, ისეთი ტუში შევარჩიოთ, რომელიც ტალღოვან ეფექტს თავიდან აგვარიდებს.
- თუ თვალის ჩრდილის წასმას გადავწყვეტთ, ის უნდა იყოს მაქსიმალურად დამჯდარ, თითქმის შეუმჩნეველ ფერში. ეს ნაბიჯი დროს აღარ დაგვაკარგვინებს, რადგან მსგავსი ფერის ჩრდილები ჩასწორებას არ საჭიროებს.
- ამასთანავე, ლოყებს შევივარდისფრებთ და სახეს ჰაილაითერით ამოვანათებთ.
- ვიდრე მაკიაჟს დავასრულებდეთ, ტუჩებზე კონტურს წავისვამთ. ტუჩსაცხი უნდა იყოს ტუჩის ფერთან მიახლოებული და დღის სადა მაკიაჟიც მზადაა!
„ თქვენ დანიშნულების ადგილას დათქმულ დროს მიხვალთ და მაკიაჟის გამო აღარ დაიგვიანებთ. ამასთანავე, უმაკიაჟოდ წასვლაც არ მოგიწევთ დროის უქონლობის გამო“, -ამბობს როუზი ჰანთინგტონ უაითლი.
ნათია ხუნაშვილი